ქობულეთში პოლიციელი გარდაცვლილი იპოვეს
ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს და წერს, რომ 25 წლამდე კაცი კრიმინალურ პოლიციაში იყო დასაქმებული. მათივე ცნობით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. შსს-ში განმარტეს, რომ პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
