ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ყოფილი დირექტორი, ანზორ ოყუჯავა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოყუჯავა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი
ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვას გულისხმობს. თუმცა, უცნობია, მოგვიანებით, პროკურატურამ აღნიშნული მუხლის რომელი ნაწილით წარუდგინა ბრალდება და საბოლოოდ, დადიანების სასახლის დირექტორს რა რაოდენობის ნარკოტიკული საშუალების ქონისთვის წაუყენეს ბრალი.
ასევე, უცნობია, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ანზორ ოყუჯავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობისას რა სახეობა გამოიყენა.
ცნობისთვის, ანზორ ოყუჯავა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებით ზუგდიდის დადიანების სასახლის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორად 2021 წლის 5 ივლისს დაინიშნა.
დაახლოებით, ერთი თვის წინ, ის თანამდებობიდან გაათავ
