Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჰაპოელ ბეერ-შევა“ ბათუმში, „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

November 27, 2026
„ჰაპოელ ბეერ-შევა“ ბათუმში, „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს

საფეხბურთო კლუბი მადლობას უხდის საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და მათი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის:

“გვსურს მადლობა გადავუხადოთ და დავაფასოთ ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც გასულ ღამეს ჩვენსა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა და ჩართული იყო თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფაში.

დიდი მადლობა საქართველოს უსაფრთხოების ძალებსა და ქალაქ ბათუმს სამაგალითო მასპინძლობისა და ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოების სრულად უზრუნველყოფისთვის. მადლობა ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარეს, შინო ზუარესს და ბეერ-შევას მერს, რუვიკ დანილოვიჩს, რომლებიც მთელი საღამოსა და ღამის განმავლობაში ჩვენთან მუდმივ კავშირზე იყვნენ. განსაკუთრებული მადლობა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სხვა ძალებს, როგორც ადგილობრივს, ისე ისრაელისას, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვაცილებდნენ, ვიდრე ბოლო გულშემატკივარიც უსაფრთხოდ არ მივიდა განთავსების ადგილზე.

და, რა თქმა უნდა, მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გუშინ სტადიონზე გამოგვყვნენ და პირველივე წუთიდან მხარდაჭერასა და სიყვარულს გვაგრძნობინებდნენ. ძალიან გვიყვარხართ ყველანი გულითად მადლობას ვუხდით ყველას,”- აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბათუმში “ბეშიქთაშისა” და “ჰაპოელ ბეერ-შევას” მატჩის დროს გულშემატკივრები თამაშის მსვლელობისას ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

უთანხმოება ჯერ ქუჩაში დაიწყო, შემდეგ კი სტადიონზეც გადაინაცვლა. აგრესიულად განწყობილმა გულშემატკივრებმა სტადიონზე არსებული სკამები და სხვა ინვენტარი დააზიანეს. არაერთხელ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციელებს, არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგნებს ისროდნენ. შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 პოლიციელი.

დაპირისპირების გამო თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. შეგახსენებთ, რომ მატჩი “ბეშიქთაშის” მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა თურქეთის ხელისუფლების რეკომენდაციით უეფას აცნობეს, რომ უსაფრთხოების რისკების გამო შეხვედრის სტამბოლში ჩატარება მიზანშეწონილი არ იყო.

უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ თამაშის ნეიტრალურ მოედანზე – ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქვეყანას მართავენ მაფიოზა ფეხბურთელები, რომლებმაც დაუშვეს ბათუმის გადაქცევა ბრძოლის ველად” – შალვა ნათელაშვილი
  • „ჰაპოელ ბეერ-შევა“ ბათუმში, „ბეშიქთაშთან“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
  • “დასამტვრევი კი ხართ ძვლებში, მაგრამ ვერავინ დაგიჭირათ” – რა კადრები ვრცელდება თბილისის ერთ-ერთი სკოლის ეზოდან?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge