Friday, November 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე – თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია – გრიგოლ გეგელია

November 27, 2026
საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში, მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული – გრიგოლ გეგელია

ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული – მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის აპირებს, რომ ტელეკომპანია „იმედს” უჩივლოს როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.

„მე ახლახან პარტიული ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანე, რომელიც როგორც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, სრულიად სამარცხვინო პროპაგანდაშია ჩართული და ამჯერად, „იმედმა“ იკადრა, რომ ჩემ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება „იმედის კვირის“ ეთერში დაემახინჯებინა და სრულიად საპირისპიროდ გადაეცა. კერძოდ მათ თქვეს, რომ თურმე მე გავეშებული ვიბრძვი, ჩემს გუნდთან ერთად, ქართველი ხალხის სანქციების მიზნით, რაც სრული სიცრუე და სამარცხვინო ტყუილია, რადგანაც სიმართლე, რომელიც არაერთხელ განვაცხადეთ საკონსტიტუციო სასამართლოში არის ის, რომ ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია ქართული ხალხის, სახელმწიფოს დასანქცირება და დაზარალება. პირიქით, ყოველთვის მკაფიოდ კონკრეტული პირების დასანქცირებას და ტარგეტირებულ მიზნობრივ სანქციებს ვითხოვდით. იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანთა უფლებების მასობრივ დარღვევებში იყვნენ შემჩნეულნი, რომლებიც ჩვენს დემოკრატიას, საგარეო პოლიტიკას ძირს უთხრიდნენ და მასობრივი კორუფციით არიან დაკავებულები. ყოველთვის ასეთი პირების მიმართ და წინააღმდეგ ვითხოვდით სანქციებს და ეს ემსახურებოდა იმას, რომ ქართველი ხალხის ინტერესები, 78-ე მუხლი და საქართველოს კონსტიტუცია ყოფილიყო დაცული.

„იმედმა“ იკადრა, რომ ჩემთვის დაებრალებინა, თითქოს მე ქართველი ხალხის დასანქცირება მომითხოვია, რისი დამადასტურებელი ერთი მაგალითიც არ არსებობს. ამიტომაც მე სასამართლოში ვუჩივი, ასევე დღესვე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაშიც და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვუჩივლებ. დადგა დრო, როდესაც ამ სიცრუეზე მათ პასუხისგება მოუწევთ და შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ქართველი ხალხის შეყვანა ასეთ შეცდომაში ჩვენი ერის დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინაშე წარმოუდგენელი დანაშაულია. მე არ ვაპირებ, რომ ეს ამბავი ასე დავტოვო და ყოველ ჯერზე, როდესაც „იმედი“ მსგავს რამეს იკადრებს ჩვენგან ძალიან კონკრეტულ სამართლებრივ ნაბიჯებს უნდა ელოდნენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საქმე ძალიან მალე დაიძვრება და დღის სინათლეს იხილავს. იმ ძალიან კონკრეტული ვიდეო მტკიცებულებებით ქართველი ხალხი ნახავს, რაც უკვე წარდგენილია და ჩემი გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში არის საჯარო, ქართველი ხალხი ნახავს თუ რა არის სიმართლე. ბრძოლა სიმართლისთვის არის ფასეული და მნიშვნელოვანი, ჩვენ ამისთვის ვიბრძვით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ ინსტანციაში ამ სასამართლოშიც ვიბრძოლებ, ჩემი სიმართლის დასაცავად. რაც ყველაზე მთავარია, მინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენ მათი ინტერესების დასაცავად ვიბრძვით და „იმედის“ მსგავსი შავრაზმული, შავბნელი ტელეკომპანიები ვერ შეძლებენ ჩვენს დაყოფას და დაქუცმაცებას, ჩვენ ჩვენი ერთიანი სიმართლით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გეგელიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თურქმა ბიზნესმენმა, რომელსაც ფეხბურთელი ქალის გაუპატიურებისთვის 9 წელი მიუსაჯეს, დაკავებამდე საქართველოს დატოვება მოასწრო
  • “ის თანამშრომელი, ვინც მივიდა და მოუწოდა დროშის აღებაზე, იყო თურქული “ბეშიქთაშის” მიერ დაქირავებული, დაკონტრაქტებული კერძო კომპანია” – სულხან თამაზაშვილი
  • “ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge