შს მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ბათუმში „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელის“ მატჩის დროს მომხდარი დაპირისპირების შესახებ მედიასთან საუბრობს – როგორც თამაზაშვილი აცხადებს, თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა.
თამზაშვილი ასევე საუბრობს მის თურქ კოლეგასთან გამართული საუბრის შესახებ და გავრცელებულ ჩანაწერზეც.
“ჩემდა გასაკვირად, მოვუსმინე ამ ჩანაწერს, ვადასტურებ, ჩემ კოლეგასთან გუშინ მქონდა საუბარი, მე არ ჩამიწერია, თუმცა, რომ მქონოდა ასეთი ჩანაწერი, აუცილებლად ვრცელ ვერსიას გავავრცელებდი, აქცენტირებას გავაკეთებდი საუბრის უფრო საინტერესო ნაწილზე, როცა ჩემ კოლეგას გავუზიარე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ინფორმაცია გვქონდა დღის პირელ ნაწილში, ქომაგებმა დადეს ძალიან პროვოკაციული შინაარსის ბანერები, ღია წყაროებში და პოზირებდნენ ამ ბანერებთან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო შეურამცხმყოფელი და რაზეც ჰქონდათ ნეგატიური შეფასებები ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ მოვახდინეთ ამის ძალიან ეფექტრი პრევენცია… თურქ ქომაგებს ისეთი შინაარსის ბანერები ჰქონდათ, ეს რომ გაეშალათ, პროცესები უმართავი გახდებოდა”, – განაცხადა თამაზაშვილმა.
