20 წლის ფეხბურთელი ქალის გაუპატიურების საქმე – სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეცვალა და ეჰმეთ უიარი დამნაშავედ ცნო.
ადვოკატ ანა თავხელიძის ინფორმაციით, ბიზნესმენს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
“20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, გაამტყუნა ის წარდგენილ ბრალდებაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა სასჯელის სახით” – წერს ადვოკატი.
