ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს.
„უკრაინა აბსოლუტურად სამართლიანად პასუხობს თითოეულ რუსულ დარტყმას. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვის ძალებს იმისთვის, რომ ეს პასუხები ზუსტია.
მხოლოდ ამ ერთ კვირაში გვაქვს შედეგები სამარის, ნიჟნი ნოვგოროდის, კრასნოდარის, როსტოვის, ვოლგოგრადის, სტავროპოლის, ბრიანსკის, პერმის, ტულის რეგიონებში, ასევე ბაშკირეთსა და თათრეთში, შავი ზღვის აკვატორიაში. რუსული ნავთობობიექტები, ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებაში ჩართული საწარმოები და ომზე მომუშავე სხვა ობიექტები, სამხედრო აეროდრომები და თვითმფრინავები – ამ ყველაფერს ჩვენმა შორი მოქმედების იარაღმა მიაღწია.
მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ყველა შემადგენელ ნაწილს, რომლებიც აგრესორის წინააღმდეგ ჩვენს “კინეტიკურ სანქციებს” ახორციელებენ.
რუსეთმა დეესკალაციისა და ამ ომის შეჩერების უამრავი ვარიანტი მიიღო, მაგრამ მაინც ომი აირჩია. რუსეთმა უნდა დაასრულოს თავისი ომი — უნდა აირჩიოს მშვიდობა. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდითაა!“ – ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
