ევროდეპუტატები მხარს უჭერენ ქართველ ხალხს, მათ ბრძოლაში ევროპული ფასეულობებისთვის.
რეზოლუციის პროექტზე კენჭირსყრის წინ, კანონმდებლებმა ფოტოაქცია მოაწყვეს.
ჩვენი გზავნილია, რომ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ — ბევრი ჩვენგანი აქ, ევროპარლამენტში, ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ასევე გვჯერა საქართველოსი, გვჯერა ქართველი ხალხის და გვჯერა, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდება, – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
ევროპარლამენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეზოლუცია – „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში“ – 441 ხმით 47-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს, 86-მა ევროპარლამენტარმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
