Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს – გია აბაშიძე

November 26, 2026
ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს – გია აბაშიძე

კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის შეფასებით, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს და ნაცოპოზიციას პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს, თუმცა „ქართული ოცნების“ ე.წ. რუსეთუმეობაზე სწორედ ის პოლიტიკური ძალები საუბრობენ, რომელთა მმართველობის პერიოდშიც რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნა.

„კრემლის კურსი საქართველოს მიმართ სულ უფრო მეტ კითხვას ბადებს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, გია ზურაბაშვილის განცხადებების ფონზე, მოსკოვის არათანმიმდევრული პოლიტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება: მოსკოვი, ერთი მხრივ, საკუთარ მოსახლეობას აზარალებს, მეორე მხრივ კი ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ნაცოპოზიციას „ქართული ოცნების“ ე.წ. პრორუსულობაზე სპეკულირებისკენ მეტად უბიძგებს.

ქართული ღვინის დაუსაბუთებელი აკრძალვა ამ წინააღმდეგობის ნათელი გამოხატულებაა. რუსეთში ჩვენი ღვინო მაღალი ხარისხითა და შედარებით დაბალი ფასით გამოირჩევა, მაშინ როცა ორჯერ და მეტად ძვირადღირებული ევროპული ღვინოები ბაზარზე თავისუფლად იყიდება. ამგვარი შერჩევითი მიდგომა ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაუმართლებელია და ბუნებრივ კითხვას აჩენს: რატომ უნდა შეიზღუდოს კარგი ქართული პროდუქცია, თუ მასზე მოთხოვნა არსებობს და ის მომხმარებლისთვისაც ხელსაყრელია? შედეგად, ზარალდება როგორც ქართველი მწარმოებელი, ისე რუსი მომხმარებელი.კითხვებს აჩენს უნივერსიტეტების დამეგობრებისა და სტუდენტთა გაცვლის ინიციატივაც. მოსკოვს, როგორც ჩანს, არ აღელვებს, რომ მსგავსი შეთავაზებები უსამშობლო ნაცკლასტერისთვის მორიგ პოლიტიკურ იარაღად იქცევა და საშუალებას აძლევს, საზოგადოებაში კვლავ იყბედოს მთავრობის ე.წ. რუსეთუმეობაზე.ამ ბრალდებების აბსურდულობა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს, თუ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდს გავიხსენებთ — სწორედ მაშინ შეიქმნა რუსეთისთვის ყველაზე ხელსაყრელი ვითარება. უტიფარი „ნაცების“ დღევანდელი რიტორიკა გაღმა შედავების კლასიკური მცდელობაა: 2008 წლის ომი, საქართველოს ტერიტორიების დამატებითი ოკუპაცია, რუსეთის საოკუპაციო ბაზების დაბრუნება, ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრების შესახებ მუხანათურ რეზოლუციაზე ხელმოწერა და სტრატეგიული ობიექტების რუსული კომპანიებისთვის გადაცემა — ეს ყველაფერი ნაცმანქურთების მმართველობის პერიოდს უკავშირდება.ამ სურათს პატიმარი ექს-პრეზიდენტის ამასწინდელი და მალევე წაშლილი ფეისბუქგანცხადებაც ავსებს. სააკაშვილი თავად საუბრობს რუსეთის მაშინდელი ხელისუფლების მონაწილეობაზე ე.წ. „ვარდების რევოლუციასა“ და მის ხელისუფლებაში მოსვლის პროცესში.ლამაზად შეფუთული განცხადებების ფონზე, მოსკოვი დღესაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც საქართველოს აზარალებს, ნაცოპოზიციას კი საკუთარი პროპაგანდისთვის საბაბს აძლევს. მაგრამ მთავარი ისაა, რომ სწორედ სააკაშვილის ავტოკრატიისას შეიქმნა რუსეთისთვის ხელსაყრელი პირობები. თავად სააკაშვილის ბოლო განცხადებებიც ამ გარემოებებს ადასტურებს. „ქართულ ოცნებას“ ე.წ. რუსეთუმეობას სწორედ ის ნაცასპიტები აბრალებენ, რომლებიც კრემლის სასარგებლო იდიოტები იყვნენ და არიან.“ – წერს აბაშიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ” 2024 წლიდან დღემდე ისმის ბრალდებები არჩევნებში შესაძლო მანიპულაციასთან დაკავშირებით, თუმცა ვერ ვნახეთ ვერცერთი მტკიცებულება – რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, ეს მეტად ეფექტიანს გახდის კენჭისყრას”- გიორგი კალანდარიშვილი
  • “ჩემი საფიცარი ბაბუის დანატოვარი სახლი, რომელიც ბედნიერებით იყო სავსე, მიწამ და ღორღმა ჩაიტანა” – რა კადრები ვრცელდება ლაილაშიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა
  • ორად ორ ქვეყანას, საქართველოს და უკრაინას არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, ვიდრე არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მანამდე იარსებებს ეს ბარიერი – ირაკლი კობახიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge