ცაგერში, სადაც მეწყერმა 4 სახლი დაანგრია, მაშველები შევიდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ახლა მიმდებარე სახლებსცლიან. ასევე მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
ცაგერში მეწყერი ჩამოწვა – სოფელ ლაილაშში მთიდან მოწყვეტილმა მასამ საცხოვრებელი სახლები დაანგრია. ინფორმაციას და ვიდეოს ადგილიდან “ინფო იმერეთს“ აწვდიან.
არსებული ინფორმციით, დანგრეული 4 სახლიდან 3 დაკეტილი იყო, ერთადერთი მცხოვრები ქალი კი მიწის მასის ჩამოშლის დროს ექიმთან იმყოფებოდა, რამაც ტრაგედია ააცილა.
