Thursday, November 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიალოგი უნდა გაგრძელდეს მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ობიექტური რეალობის შესაბამისად – ირაკლო კობახიძე

November 26, 2026
დიალოგი უნდა გაგრძელდეს მარტივი მიზეზის გამო, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, თუმცა უნდა დავრწმუნდეთ, რომ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ობიექტური რეალობის შესაბამისად – ირაკლო კობახიძე

დიალოგი უნდა გაგრძელდეს ერთი მარტივი მიზეზის გამო, რუსი ხალხი არის ჩვენთვის ძვირფასი ხალხი, ეს არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტიკა იცვლება, მაგრამ ხალხი რჩება ხალხად.

„ანტარქიტიდაც რომ დადნეს, ჩვენ დავრჩებით მეზობლებად. აქედან გამომდინარე, დიალოგი არის მუდმივად საჭირო, დიალოგი უნდა შევინარჩუნოთ. ამაზე საუბრობდა ზუსტად სპეცწარმომადგენელი, თუმცა ეს დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ პრინციპებს და ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ დიალოგში ხაზს განსაზღვრავს არა „დიფ სთეითი“, არამედ განისაზღვრება ხაზი ობიექტური რეალობის შესაბამისად და ობიექტური ინტერესების შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები.

„ჩვენ მიჩვეულები ვართ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან იმას, რომ იქ არის ბიუროკრატია, რომელიც არის გარედან მოსყიდული, ე.წ. დიფ სთეითის მიერ არის მოსყიდული და ასეთ პირობებში ეს ადამიანები, ევროპელი ბიუროკრატები და ზოგჯერ პოლიტიკოსები, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ უპირისპირდება ისევ და ისევ ევროპის ინტერესებს. მხოლოდ და მხოლოდ მოსყიდვის პირობებში შეიძლება, ასეთი რამ ხდებოდეს. და კიდევ ერთი რამ, რაც ახასიათებს მათ ასეთ პირობებში, ეს არის სრულიად უარგუმენტოდ საუბარი და ქმედებების ყოველგვარი არგუმენტების გარეშე განხორციელება, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ, ამას მიჩვეულები ვართ ჩვენ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან. და შორს რომ არ წავიდეთ, ამის მაგალითი იყო ასევე საქართველო სააკაშვილის პირობებში – სააკაშვილის დროსაც გვახსოვს რა ხდებოდა, მოსყიდული იყო ჩვენი ე.წ. ხელისუფლება და ამ მოსყიდვის გამო ისინი პირდაპირ დგამდნენ ნაბიჯებს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, არგუმენტები მაშინაც არსად იყო. ამას მიჩვეული ვართ. ამ შემთხვევაში, ვხედავთ იმავე ტენდენციას, სამწუხაროდ, ამ მოლაპარაკებებში. აქაც ძალიან მარტივია, „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი გავლენები და შეიძლება მარტივად, საშუალო რგოლი აქაც იყოს მოსყიდული, ხელწერა არის ზუსტად იგივე – საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედება. ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს სია პირდაპირ არის წინააღმდეგობაში რუსეთის ფედერაციის, მათ შორის, სახელმწიფოებრივ ინტერესებთან, აქედან გამომდინარე, სრულიად აუხსნელია და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვესაუბრებიან, ფაქტების გარეშე გვესაუბრებიან, რაც აჩვენებს იმას, რომ ხელწერა არის იგივე. მე გვარებს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ შუა რგოლის მოსყიდვა აბსოლუტუირად რეალური შეიძლება, იყოს. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს კარგად გაიაზრებენ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ამოიწურება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სისხლიანი ანგარიშსწორება გოგებაშვილის ქუჩაზე – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
  • პროკურატურამ მითვისების და თაღლითობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • დღეს ბევრი ქვეყანა ცდილობს საქართველოსა და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს და ასწავლოს, რა არის დემოკრატია – შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge