სტუდენტების პასუხი გივი მიქანაძეს – განათლების მინისტრს, რომელიც ახალაზრდებთან შეხვედრაზე უარს ამბობს და ამტკიცებს, რომ მოთხოვნა არგუმენტებისგან დაცლილია, ილიაუნის სტუდენტები უხსნიან, რატომ არის განათლების რეფორმა მიუღებელი.
როგორც ახალგაზრდები ამბობენ, რეფორმა, რომელშიც არც ერთ ექსპერტს მონაწილეობა მიღებული არ აქვს, შეუძლებელია იყოს პოზიტიური.
როდესაც ამ რეფორმას იღებდნენ, არცერთ ექსპერტს, არც ლექტორს და არც სტუდენტს არ მიუღია მონაწილეობა, შესაბამისად, როგორ შეიძლება რეფორმა იყოს კარგი, რომელზედაც არცერთ ექსპერტს არ უმუშავია. ეს არის ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული, და მინისტრს თუ აინტერესებდა, რა ლოგიკა ჰქონდათ სტუდენტებს ამასთან დაკავშირებით, 18 ნოემბერს უნდა მოსულიყო ჩვენთან და სტუდენტებისთვის თვალი გაესწორებინა, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
სტუდენტები ამბობენ, რომ მათ არ აწყობთ კრიტიკულად მოაზროვნე ახალგაზრდების მათ გარშემო ყოფნა.
გივი მიქანაძეს უნდა, რომ მას დავემსგავსოთ და ბრძანების გამცემს ყველაფერზე თავი ვუქნიოთ, მაგრამ ჩვენ ვინმეს მიერ მართული ძალა არ ვართ, თითოეულ ჩვენგან კარგად აქვს გააზრებული, რატომ ჩავებით პროცესში, პროტესტში და ჩვენ ჩვენ სიმართლეს მთელი გულით ვიცავთ, – ამბობენ ისინი.
მათივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ უნივერსიტეტის დასაცავად.
