Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში? – ვატო ყიფიანი პროკურორს

November 25, 2026
ანუ, არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ციხეში? – ვატო ყიფიანი პროკურორს

ანუ არ გამოვიდეთ გარეთ, სულ „ვიჯდეთ“ ხომ [ციხეში]? -ასე მიმართა ბრალდებულმა ვატო ყიფიანმა პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილს საქალაქო სასამართლოში, სადაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ბრალდებულების – ვატო ყიფიანის, შოთა ყიფიანის და ავთანდილ ბილანიშვილის იგივე “კაწროს” სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროკურორ ვახტანგ ხარებაშვილის განცხადებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობის შეცვლის საფუძველი არ არსებობს. პროკურორმა დაასახელა ის საფრთხეები, რომელიც მათი გათავისუფლების შემთხვევაში დადგება. მისი თქმით, არსებობს მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეები.

“ავთანდილ ბილანიშვილის მიმართ წარსულში სასამართლომ არაერთხელ გამოიყენა სასჯელის სახით ჯარიმა. იყო ნასამართლევი ცივი იარაღის ტარებისთვის. ძალადობრივი კატეგორიის დანაშაული აქვს ჩადენილი”, – განაცხადა ვახტანგ ხარებაშვილმა.

ბრალდებულმა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს ასე უპასუხა:

“ბატონო პროკურორო, როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას”, – მიმართა ავთანდილ ბილანიშვილმა პროკურორს. ასევე, პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ბილანიშვილი “ცივ იარაღსაც ატარებდა”, რასაც ბილანიშვილის შემდეგი რეპლიკა მოჰყვა: “გაგახარებთ ღმერთი”.

საბოლოოდ, სასამართლომ ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ძალაში დატოვა.

ცნობისთვის, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და შოთა ყიფიანს ჯგუფურად ჩადენილი ძალადობას ედავებიან. უფრო კონკრეტულად კი, ისინი 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო დააკავეს, რა დროსაც დაკავებულები დაზარალებულს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ პროკურორს – როგორც კი მუშაობას დავიწყებ, გადავიხდი მაგ ჯარიმას!
  • ევროკომისია განმარტავს, რატომ უხსნიან ყულევის ქარხანას სანქციებს
  • “სკოლაში მასწავლებელი და მოსწავლეც ვერ მიდის უპასუხისმგებლობის, ტყუილებისა და ვითომ დაპირებების შედეგად…”- რას წერს მოქალაქე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge