თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერი ქურდის ვატო ყიფიანისა და ავთანდილ ბილანიშვილის სასამართლო პროცესი იწყება.
მოსამართლე დღეს რესტორნაში მომხდარი იმ ჩხუბის საქმის განხილვას იწყებს, რის გამოც ყიფიანი კაწროსთან ერთად დააკავეს და გლდანის ციხეში შესასახლეს. აღსანიშნავია, რომ ყიფიანსა და ბილანიშვილს ასევე სხვა პირებს პატიმრის, დავით ფეიქრიშვილის საკანში ცემის ფაქტზე ბრალდება აქვთ წარდგენილი.
ნაცემი ფეიქრიშვილის დედა ამტკიცებს, რომ ჩხუბი რესტორანში წინაწარ დადგმული იყო, რომ ყიფიანი მის შვილზე ანგარიშსორებისთვის ციხეში შეეშვათ.
ნაცემი ფეიქრიშვილის დედა ამტკიცებს, რომ ჩხუბი რესტორანში წინაწარ დადგმული იყო რომ ყიფიანი მის შვილზე ანგარიშსწორებისთვის ციხეში შეეშვათ.
“ტვ პირველებმა” დაკავებულების ადვოკატები პროცესის დაწყებამდე ჩაწერა.
თუ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, პოზიცია არის ესეთი, რომ დუმილის უფლებით ისარგებლებს. რაც შეეხება ფეიქრიშვილის ბრალთან მიმართებაში კი მას დამატებითი ბრალი წარდგენილი აქვს და აღკვეთი ღონისძიება იმ საქმეზე. ამ საქმესთან დაკავშირებითაც სარგებლობს ამ ეტაპზე დუმილის უფლებით.
ვერსიებს, რომ თითქოს ყველაფერი იყო დაგეგმილი, ცალსახად გიდასტურებთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ამ ფაქტის დასტური არის თუმდაც ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დღემდე ვერ მოვახერხეთ ჩვენ დაზარელბულთან შერიგება და მისი პოზიცია, რომ მის მიმართ რამე პრეტენზიები არ გააჩნიათ ბიჭებთან მიმართებაში არ გვაქვს და ვერც წარმოვადგინეთ”, – თქვა ვატო ყიფიანის ადვოკატმა, მარიკა ფხალაძე.
ჩემი ინფორმაციით ვიცი, რომ უნდა მოვიდნენ სასამართლოში , თუმცა მათი უფლება უნდა მოვლენ უნდა არ მოვლენ, თუ მოვლენ ვნახოთ რას იტყვიან.
წინა სასამართლო სხდომა არის, სადაც რიგი საკითხები უნდა დადგინდეს სასამართლოში რამდენად კანონიერი იყო ბრალდების მხრიდან შეკრებილი მტკიცებულებები და დაცვის მხარის პოზიციას მოისმენს სასამართლო. – ამბობს “კაწროს” უფლებადამცველი თამარ აბესაძე.
