ქვემო ფონიჭალაში, სადაც წინა კვირას აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, გაზმა გუშინ ისევ გაჟონა – “პირველებთან” საუბრისას ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მძაფრი სუნი მეოთხე და მეხუთე სართულზე იგრძნეს.
ადგილზე გუშინ და დღესაც იმყოფებოდნენ „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლები. მათი თქმით, ონკანთან არსებულ მცირე გაჟონვა იყო, რაც აღმოიფხვრა.
