Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2008 წლის ომისა და სასამართლოს ნაწილში ბრალდებები გაბათილდა, 26 საქმიდან კი 19-ზე პასუხი არ არსებობს – ანა წითლიძე

November 25, 2026
2008 წლის ომისა და სასამართლოს ნაწილში ბრალდებები გაბათილდა, 26 საქმიდან კი 19-ზე პასუხი არ არსებობს – ანა წითლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვები საგანგებო ბრიფინგზე შეაფასა და განაცხადა, რომ 18 სხდომის -განსაკუთრებით კი კითხვა-პასუხის ეტაპის შემდეგ მოსარჩელე მხარის არგუმენტები და ბრალდებები სრულად ჩამოიშალა.

საკონსტიტუციო სასამართლოს 18 სხდომამ, განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან – თქვა წითლიძემ.

ანა წითლიძემ ბრიფინგზე დეტალურად ჩამოთვალა ყველა ის ბრალდება, რომელიც, მისი მტკიცებით, სასამართლო განხილვებისას გაბათილდა:

2008 წლის აგვისტოს ომი: წითლიძის განცხადებით, გაბათილდა მთავარი ბრალდება, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ომის დაწყებაში არც „ენმ“-ს და არც მიხეილ სააკაშვილს არ ადანაშაულებს. ასევე, ბათილად გამოცხადდა ბრალდებები „ისკანდერის“, კასეტური ბომბებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის დარღვევის შესახებ.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა: წითლიძის თქმით, მოსამართლეების დაზუსტების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ მოხსნა დავა და აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლების მართვის ნაწილში „ენმ“-ის წინააღმდეგ ბრალდება მოხსნილია.

ე.წ. „სისტემური დანაშაულების“ 26 საქმე: ავტორის მტკიცებით, 26 საქმიდან 19 შემთხვევაში ბრალდებები სრულად გაბათილდა, კერძოდ:

გახმაურებული მკვლელობები და თავდასხმები (6 საქმე): ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძის, იური ვაზაგაშვილის, ნიკა გელაშვილის, გიორგი გაბუნიასა და გიორგი გამცემლიძის საქმეები.

სპეცოპერაციები და ძალადობის ეპიზოდები (5 საქმე): ყინწვისის, ზილის, აფრასიძეებისა და ლაფანყურის სპეცოპერაციები, ასევე ვეტერანების აქციის დარბევის საქმე (სადაც ხელახალი გამოძიების მიუხედავად, „ენმ“-ის ლიდერების ბრალეულობა არ გამოიკვეთა, ლაფანყურზე კი საქმეც არ აღძრულა).

სერგო თეთრაძისა და როინ შავაძის საქმეები: წითლიძის თქმით, თეთრაძის საქმეზე 2013 წლის ექსჰუმაციის ექსპერტიზამ გააბათილა ბრალდება, ხოლო შავაძის საქმეზე სასამართლომ თავად მოხსნა კითხვა „ენმ“-ის პასუხისმგებლობის შესახებ.

შენიშვნა: დარჩენილი საქმეებიდან, წითლიძის შეფასებით, 2 შემთხვევაში ადგილი აქვს მანიპულაციას, ხოლო 7 საქმეზე — ვერ დადასტურდა ბრალეული პირების კავშირი პარტიასთან.

საკუთრების უფლების დარღვევა: წითლიძის განცხადებით, ამ მიმართულებით წარდგენილი 70 საქმიდან 59 მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი და ბრალდებები ასევე გაბათილდა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს 18 სხდომამ განსაკუთრებით კითხვა-პასუხის რეჟიმმა, ნათლად აჩვენა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდის ბინძური სახე და ის, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელს არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ არგუმენტაციასთან. საკონსტიტუციო სასამართლოში ერთადერთ მტკიცებულებად მიღებული წულუკიანის კომისიის დასკვნა, როგორც აკინძული „ასავალ-დასავალი“, გაცამტვერდა.

პირველ რიგში, საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ წულუკიანის აკინძული „ასავალ-დასავალი“, ანუ საგამოძიებო კომისიის დასკვნა – სადაც გვხვდება ისტორიები ფანტასტიკის ჟანრიდან: სპაიდერმენის კაცზე, ელარჯით წამებაზე და ა.შ. – არც საკონსტიტუციო სასამართლოსთვის აღმოჩნდა სარწმუნო და მიგვითითა გვეხელმძღვანელა საკონსტიტუციო სარჩელით.

საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი ბრალდებებიდან:

2008 წლის ომის ნაწილში – „ქართული ოცნების“ 14-წლიანი პროპაგანდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საკონსტიტუციო სასამართლოში გაბათილდა! „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ ისინი არ ადანაშაულებენ არც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მიხეილ სააკაშვილს ომის დაწყებაში. ეს საქართველოს მოქალაქეების და სახელმწიფოს გამარჯვებაა. კრემლმა უკან დაიხია. „ისკანდერზე“ ბათილია. კასეტურ ბომბებზე ბათილია. ბათილია ბრალდება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა დავარღვიეთ!

კიდევ ერთი ბრალდება, რომელიც გაბათილდა და უკან წაიღო „ქართულმა ოცნებამ“, ეხება სასამართლო ხელისუფლებას. საკონსტიტუციო სასამართლოში „ქართული ოცნება“ გვედავებოდა, რომ ენმ-ის დროს სასამართლო ხელისუფლება იყო მართული, თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების დაზუსტების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ნაწილში ენმ-ის წინააღმდეგ ბრალდება მოხსნილია და არ გვედავება.

საკონსტიტუციო სარჩელში ე.წ. სისტემური დანაშაულების ნაწილში ენმ-ის წინააღმდეგ წარმოდგენილია 26 საქმე. 26 საქმიდან: ტყუილია და გაბათილდა ზურა ჟვანიას, გურამ შარაძის, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეები და ნიკა გელაშვილისა და გიორგი გაბუნიას საქმეები, გიორგი გამცემლიძის საქმე, ანუ 6 საქმე.

ხელახლა გამოიძიეს, მაგრამ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაჰკისრებია არავის ენმ-ის ლიდერს, არ არსებობს ბრალი და გაბათილდა – ყინწვისის სპეცოპერაციაზე, ზილის სპეცოპერაციაზე, ვეტერანების ძალადობის საქმეზე, აფრასიძეების საქმეზე; ჯამში: 4.

ლაფანყურის სპეცოპერაციაზე არ არსებობს ბრალი და გაბათილდა – ხელახლა საქმეც კი არ აღძრულა.

სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით – სასამართლოს წარედგინა 2013 წლის გვამის ექსჰუმაციის ექსპერტიზა, „ქართული ოცნების“ პირობებშივე გაკეთებული, სადაც არ დასტურდება „ქართული ოცნების“ ტყუილი თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ თეთრაძის საქმეზე ერთადერთი მოწმე ბედუკაძეა. როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით – როდესაც ამ საქმის გამომძიებელი და პროკურორი ორივე „ქართულ ოცნებაშია“, ერთი, რესან კონცელიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატია, ვასილ როინიშვილი კი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე – მით უმეტეს, რომ შავაძის საქმეზე არასათანადო გამოძიებას გვედავებოდნენ – ენმ-ის პასუხისმგებლობა რა შუაშია, გაუგებარია. სასამართლოს მხრიდან ამ კითხვის მოხსნამ ამ კითხვას თავისთავად გასცა პასუხი.

ანუ 26 საქმიდან 19 საქმე არის ტყუილი და გაბათილდა. 2 საქმეზე – მანიპულაცია.

დარჩა 7 საქმე – სადაც კონკრეტული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარია და ვერც ერთ შემთხვევაში პარტიასთან ბრალეული პირების კავშირი ვერ დადგინდა და „ოცნებამ“ ვერ დაასაბუთა.

საკონსტიტუციო სარჩელით წარდგენილ საკუთრების უფლების დარღვევაზე ასევე გაბათილდა ბრალდებები: 70 საქმიდან 59 საქმე მტკიცებულებების გარეშეა წარმოდგენილი.

მიუხედავად იმისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ცხადია, რომ მათი არგუმენტები სრულად ჩამოიშალა”,- აცხადებს ანა წითლიძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღიმილის მომგვრელიც კი გახდა ოპოზიციის მხრიდან მასშტაბური აქციების დაანონსება – გურამ მაჭარაშვილი
  • “სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ბუნდოვანი და გაუგებარია, სასამართლოს მიმართ ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას, ისიც ამ დაკვეთას შეასრულებს”- შალვა კერესელიძე
  • ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge