Wednesday, November 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

2026 წელს ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა

November 25, 2026
2026 წელს ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა

საქართველოს სახალხო დამცველი 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 თვის მონაცემით, ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მიმდინარე წელსაც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმის, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმის შესწავლის ფარგლებში, რიგ საქმეებში, კვლავ გამოვლინდა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლების მიმართ არასენსიტიური დამოკიდებულებები, არასათანადო რეაგირება, რისკების შეფასების პრობლემები.

სახალხო დამცველი გავრცელებულ ინფორმაციაში მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად.

საქართველოს სახალხო დამცველი ტრადიციულად უერთდება 16 დღიან გლობალურ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

სამწუხაროდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ქვეყნისთვის კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 თვის მონაცემით, ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მიმდინარე წელსაც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმის, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმის შესწავლის ფარგლებში, რიგ საქმეებში, კვლავ გამოვლინდა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლების მიმართ არასენსიტიური დამოკიდებულებები, არასათანადო რეაგირება, რისკების შეფასების პრობლემები.

მიმდინარე წელს, სახალხო დამცველმა განახორციელა საერთო სასამართლოების მიერ 2025 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მონიტორინგი. დამცავი ორდერებისა და სასამართლო პროცესების ანალიზისას გამოვლინდა ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაცვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ამასთან, გამოიკვეთა კარგი პრაქტიკის შემთხვევებიც, სადაც დამცავი ორდერის გამოცემის პროცესში გათვალისწინებული იყო ძალადობის მსხვერპლთა სპეციფიკური საჭიროებები და დამცავი ორდერი სათანადოდ იყო გამოყენებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემურია ძალადობის მსხვერპლთა სათანადო გაძლიერება, გრძელვადიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პრევენციული ღონისძიებების სიმცირე.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა სამართალდამცავი უწყებების, მათ შორის მოსამართლეების გადამზადების კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანია მუნიციპალურ დონეზე ქალთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გააქტიურება, ძალადობის მსხვერპლთა სერვისების დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის უზრუნველყოფას, ძალადობის მსხვერპლთა სათანადო დაცვასა და მოძალადეების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას – წერს სახალხო დამცველი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 2026 წელს ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა
  • საგამოძიებო სამსახურმა 37 ავტომობილის რეექსპორტის ფიქტიურად გაფორმების საქმეზე ექვს პირს ბრალდება წარუდგინა
  • სამი წლის თაია, რომელიც მაშველებმა ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოდან გაწერეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge