Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს თქვენ რომ ეჭვქვეშ აყენებთ, ეს თეთრაძის საქმიდანაც გამომდინარეობს” – არჩილ გორდულაძე

November 24, 2026
“გვარამია ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებს „პოლიტიკურ პატიმრებად“ აცხადებდა, გახარიამ აქციას მშვიდობიანი უწოდა – სააკაშვილმა მიმართა: „მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით“ – ბოკერიამ თქვა, რომ „ლაზარე შეარჩია რეჟიმმა, როგორც მსხვერპლი”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე პროცესი გრძელდება.

პროცესზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველი საბჭოს წევრმა, ანა წითლიძემ, არჩილ გორდულაძეს ჰკითხა, იცნობდა თუ არა 2013 წელს თეთრაძის გვამის ექსგუმაციის შედეგებს.

რაზეც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, სასამართლო დარბაზში მყოფებს და მათ შორის, ანა წითლიძეს, თეთრაძის ფოტოები აჩვენა და კითხვა დაუბრუნა, იყო თუ არა სერგო თეთრაძე ნაწამები.

“ყველაფერს საზღვარი აქვს ალბათ, ბატონო თავმჯდომარევ, ყველაფერს აბსოლუტურად, გარდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების კითხვებისა და კითხვის შინაარსებისა.

გასაგებია, რატომაც სვამს ამ კითხვას, ქალბატონო ანა, თქვენ ხომ თეთრაძეზე საუბრობთ, ეს გახლავთ ბატონი თეთრაძე. (აჩვენებს ფოტოს) დიდი კითხვის ნიშანი არსებობს, ეს ადამიანი არის თუ არა ნაწამები?

კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს თქვენ რომ ეჭვქვეშ აყენებთ, ეს თეთრაძის საქმიდანაც გამომდინარეობს. ეს ადამიანი, თქვენი აზრით, ნაწამები არ არის?.. რომ ვამბობ, რომ საზღვარი არა აქვს-თქო, აი, ამ უსაზღვრობაში არის ახლა ქალბატონო ანა გადავარდნილი”, – აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, რამდენიმე პირთან ერთად, 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში, მათ, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ “იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი ჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ”. დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული.

გამოძიების ინფორმაციით, ამის გამო, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად, “ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში”. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს, №8 საპყრობილის საკანში, არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე, მასზე განხორციელებული წამების შედეგად, ცუდად გახდა და, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საზოგადოებრივი მაუწყებლობის” ყოფილი ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ
  • “კანონიერ ძალაში შესულ განაჩენებს თქვენ რომ ეჭვქვეშ აყენებთ, ეს თეთრაძის საქმიდანაც გამომდინარეობს” – არჩილ გორდულაძე
  • გია ხაუხაშვილის სკანდალური განცხადება: შავი ფული თეთრდება კაზინოებით

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge