Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქალბატონო ანა, (წითლიძე) თავი დაიწყნარეთ” – ხმაური საკონსტიტუციოში

November 24, 2026
“ქალბატონო ანა, (წითლიძე) თავი დაიწყნარეთ” – ხმაური საკონსტიტუციოში

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საკონსტიტუციო სასამართლოში – ენმ-ს წევრმა ანი წითლიძემ “ოზნებას” სთხოვა განემარა თუ რას ედავება სარჩელში მითითებულ ვეტერანების ძალადობის საქმეში, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმესა და ზილის სპეცოპერაციის საქმეში.

ამ კითხვაზე საპასუხოდ, არჩილ გორდულაძემ, ხალნგრძლივი დრო ითხოვა და საქმეების დეტალური განხილვა დაიწყო, რაზეც წითლიძემ სთხოვა, რომ მოკლედ პასუხი გაეცა მის მიერ დასმულ კითხვაზე. ამის შემდეგ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაშიც მოსამართლე რევაზ ნადარაი ჩაერთო.

“ბატონო არჩილ და ქალბატონო ანა, ორ ხმაში საუბრით სასამართლოს არ ესმის, რას საუბრობთ. ქალბატონო ანა, თქვენ ხელი შეუშალეთ და ჩაეჩარით, ამიტომ თავი დაწიყნარედ”, – უთხრა ნადარაიამ წითლიძეს.

ანი წითლიძე: ვეტერანების ძალადობის საქმე, ყინწვისის სპეცოპერაციის საქმე, ზილის სპეცოპერაციის საქმე, აქ გამოძიებები დაიწყო და დასრულდა, თუმცა არცერთი სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საქმეებზე არ დამდგარა, მათ შორის აფრასიძეების საქმე. და თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დადგა, რატომ არის ეს სარჩელი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ სარჩელში? ამ საქმეებზე ნაციონალური მოძრაობის არცერთ ლიდერზე არ დამდგარა პასუხიმგებლობა.

არჩილ გორდულაძე: არ მინდა ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით არც ეროვნული სასმართლოების გადაწყვეტილება არ არსებობს და არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. 24 მსჯავრდებული ჰყავდა ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეს. …. []

ანი წითლიძე: მე ვიკითხე გადაწყვეტილება სად არის საქმეში…

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ერთი წამით ქალბატონო ანა, ვადროვოთ…

არჩილ გორდულაძე: ნიკოლოზ გუგუაძეს გეტყვით რა გაუკეთეს და მერე თქვენ თითონ იმსჯელეთ. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს. ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგზე და მუცელზე ფეხებით იხტუნავეს

ანი წითლიძე: არის თუ არ არის (პასუხისმგებლობა), ეს მითხარით – ამხელა ბელეტრისტიკა რად მინდა.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: დაწყნარდით!

ანი წითლიძე: მე დაწყანრებული ვარ, ძალით იბრაზებს თავს. გაბრაზებული არ არის ახლა აბა რა არის?

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ბატონო არჩილ და ქალბატონო ანა, ორ ხმაში საუბრით სასამართლოს არ ესმის, რას საუბრობთ. ქალბატონო ანა, თქვენ ხელი შეუშალეთ, მინდოდა მომესმინა პასუხი, რა გაიცემოდა ბოლობოლო თქვენს კითხვაზე. ხელი შემიშალეთ.

ანი წითლიძე: იმიტომ რომ არ მცემს პასუხს.

მოსამართლე რევაზ ნადარაია: ან თავი დაიწყნარეთ ქალბატონო ანა, არა არ ხართ მშვიდად, საუბრობს ადამიანი და ეჩრებით, აწყვეტინებთ.

არჩილ გორდულაძე: მე მგონია, რომ ქალბატონმა ანამ გაიგო, ვინ არის ნიკოლოზ გოგუაძე. ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც აწამეს. ფრჩხილები დააძრეს, მის ზურგზე და მუცელზე ფეხებით იხტუნავეს. შემდეგ ის იყო უკანონო მსჯავრის ქვეშ. ამ ადამიანთან დაკავშირებით სტრასბურგს აქვს მიღებული გადაწყვეტილება, როგორცი არის პროცედურული ნაწილის დარღვევა, ისე მისი არსებითი დარღვევა. ეს საქმე არის მიმდინარე და სახელწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას მის წამებაში, იყვნენ მსჯავრის ქვეშ. და ახლა რა მიემარტებაო – 24 ადამიანს მაწმებას რომ გამოატარებ, და კითხვა გიჩნდება აქედან რა მიემართება “ნაციონალურ მოძრაობას” ალბათ ეს კითხვა რიტორიკულად დასვა ქალბატონმა ანიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბა­ქარ ორ­ჯო­ნი­კი­ძის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი სუს-ში მუ­შა­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, სე­რი­ალ­ში ვე­ღარ ითა­მა­შებს” – ქეთი დევდარიანი
  • დარწმუნებული ვარ, ევრობიუროკრატიის განცხადებების მიმართ ქართულ საზოგადოებაში დიდი ინტერესი აღარ არის – გურამ მაჭავარიანი
  • “არსებობს გამამართლებელი განაჩენები 24 ადამიანის მიმართ, მათ შორის ბატონ ნიკოლოზთან მიმართებით” – რას აცხადებს არჩილ გორდულაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge