Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩვენი ქვეყნის ეთიკური და რელიგიური პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი – “ქართული ოცნების” წევრი

November 24, 2026
ჩვენი ქვეყნის ეთიკური და რელიგიური პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი – “ქართული ოცნების” წევრი

“ქართულ ოცნება” დაჩქარებული წესით აპირებს სუროგაციის აკრძალვის კანონის მიღებას, ამიტომ არსებობდა მოლოდინი, რომ არნიშნული საკითხი დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდებოდა, თუმცა იქ სუროგაცია არ უხსენებიათ. სამაგიეროდ სესიაზე პოლიტიკური განცხადებები სწორედ ამ თემაზე საუბრით გაიხსნა.

სიტყვით ზაზა ლომინაძე გამოივდა – “ქართული ოცნების” დეპუტატმა რისკებზე ისაუბრა, თქვა, რომ სუროგაციას თან ახლავს ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევა, ტრეფიკინგი და ეთიკური საკითხები.

“ჩვენი ქვეყნის ეთიკური და რელიგიური პრინციპები უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 2012 წლიდან დღემდე შეადგენს დაახლოებით 13 100 ბავშვს. ასევე საყურადღებოა, რომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის სტატისტიკა, რომელიც 2019 წელს შეადგენდა მხოლოდ 400-მდე ბავშვს და უკვე წელს, 2026 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი თითქმის 3000-ს უახლოვდება.

სუროგაციას თან ახლავს სერიოზული რისკები, რომლებიც დაკავშირებულია ქალთა, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან, ტრეფიკინგთან და ეთიკურ საკითხებთან. პრობლემურია ასევე სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მდგომარეობა, როცა მშობელი, ანუ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი, უარს აცხადებს ბავშვზე და იგი რჩება სახელმწიფო ზრუნვაში. სადღეისოდ, დღეს, სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება სუროგაციის გზით დაბადებული 18 ბავშვი.

სუროგაცია ჩვენს ქვეყანაში დღეს აკრძალული რომ ყოფილიყო და დღეს ვმსჯელობდეთ მის დაშვებაზე, ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომლებიც დღეს სუროგაციის აკრძალვას აკრიტიკებენ და აკრიტიკებენ ჩვენს ამ კანონის დაანონსებას, მის დაშვებაზეც გაგვაკრიტიკებდნენ ალბათ, რაც მათ სუბიექტივიზმზე და არა ობიექტურობაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. ჩვენი ქვეყნის ეთიკური, სამართლებრივი, რელიგიური პრინციპები და დასაყრდენი უფრო მაღლა დგას, ვიდრე რეპროდუქციული ტურიზმი ჩვენთვის”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

საქართველოში სუროგაცია აიკრძალება. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და პარლამენტში მისი ინიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. კირცხალია აცხადებს, რომ საკითხზე ხელისუფლება საქართველოს საპატრიარქოსთანაც თანამშრომლობს.

“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით საპატრიარქო კმაყოფილია 23 ნოემბერს “ოცნების” ინიციატივა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III „დიდი კმაყოფილებით გამოეხმაურა“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კითხვა-პასუხის ეტაპზე გამოვლინდა „ქართული ოცნების” არგუმენტაციის უსუსურობა – მათ არ აქვთ ფაქტები, ყველაფერი არის დაფუძნებული ან ტყუილზე, ან ცრუ ინტერპრეტაციებზე – გიორგი სიორიძე
  • 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებულები, რომლებიც სასჯელს ჯგუფური მოქმედებისთვის, მასში მონაწილეობისთვის და ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისთვის იხდიან, ციხეს უახლოეს დღეებში დატოვებენ
  • “ირაკლი კობახიძე, შემდეგზე გაასწორე, მეორე არის ქ-ნი ეკა, მესამე ბერა…” – რას წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge