Tuesday, November 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში მოქცევას” – შალვა კერესელიძე

November 24, 2026
“შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში მოქცევას” – შალვა კერესელიძე

„გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძე მიტროპოლიტ იობის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და მმართველი გუნდი ეკლესიაზე გავლენის მოპოვების მცდელობაში დაადანაშაულა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, მიტროპოლიტ იობის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები არა მხოლოდ კონკრეტული სასულიერო პირის, არამედ ეკლესიის, წმინდა სინოდისა და პატრიარქის წინააღმდეგ იყო მიმართული.

„ამით მითი მართლმადიდებელი ეკლესიის ყველაზე დიდი მცველის და ეროვნულობის გადამრჩენი „ოცნების“ ხელისუფლების შესახებ დაიმსხვრა და სიცრუე აღმოჩნდა. უფრო მეტიც, ამ ყველაფრისგან გამოსავალი ლაშა ნაცვლიშვილის დაჯარიმებაში ნახეთ. ეს არ იყო თავდასხმა მხოლოდ მეუფე იობზე, არამედ ეს იყო თავდასხმა ეკლესიაზე, წმინდა სინოდსა და პატრიარქზე. თქვენ ასეთი ქმედებით დაადასტურეთ, რომ სიმართლის თქმას, განსხვავებული აზრის გამოთქმას სინოდის წევრებსაც არ პატიობთ და სახელისუფლებო პროპაგანდის რისხვით პასუხობთ.

რა თქვა მეუფემ არასწორი? – ის, რომ ქვეყანაში განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, ერი გადაბერების და გადაშენების საფრთხის წინაშე რომ დგას? რატომ არ აქვეყნებს თუ იცით რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. იმიტომ, რომ შედეგები საგანგაშოა გაზრდილი მიგრაციით, დაცლილი სოფლებით,უკიდურესად შემცირებული შობადობით.

ხალხი სიდუხჭირის გამო ემიგრაციაში მიდის იმიტომ, რომ ნორმალური ანაზღაურების გადახდა არ გინდათ, თქვენი ბიზნეს კოლონიზატორები კი ინდოეთიდან იაფი მუშახელის ჩამოყვანაზე ფიქრობენ, რათა საკუთარ მამულებში მუქთად ამუშაონ და კიდევ უფრო მეტად გამდიდრდნენ.

რა თქვა მეუფემ ასეთი მწარე სიმართლე, რომ დაგაკარგვინათ სიმშვიდე? ის, რომ ნარკომანიამ და ნარკომოვაჭრეებმა დაავადმყოფდა მთელი ახალგაზრდა თაობა? თუ სახელმწიფო ყველანაირი შეღავათებით ხელს, რომ უწყობს და ახალისებს აზარტულ თამაშებს და ასეთი ცოდვით ნაშოვნი ფულით ქვეყანას რომ ღუპავთ ამიტომ ამხედრდით?

ქვეყანაში გამეფებული კორუფციის მთავარი მიზეზი სისტემური მმართველობითი ჩავარდნა, სისტემური კორუფცია და კორუფციაში მხილებული მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები რომ არიან, ეს არის არასწორი? თუ თბილისის მერიაში გახმაურებული მექრთამეობა და აღებ-მიცემობაა სიცრუე და შეთხზული ამბავი?

ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ რუის-ურბნისის მიტროპოლიტს მეუფე იობს, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და წმინდა სინოდს. შეეშვით ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას, მის დამორჩილებაზე ფიქრს და თქვენს გავლენებში მოქცევას. იცოდეთ ბოლოს ეკლესია გამხელთ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე ჩადენილ მიუტევებელ ცოდვებში. ეკლესია მუდამ უნდა იყოს დამოუკიდებელი და ქვეყნის და ხალხის ინტერესების დამცველი“,- აღნიშნა კერესელიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარუმატებლობა არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულაციების, დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების საგნად – ზურაბ რურუა
  • გოგებაშვილის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირების დროს კაცი გარდაიცვალა
  • ჩინეთი არის ჩვენი ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორი – ნინო წილოსანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge