უმძიმესი დეტალები – ხორვატიაში, ფსიქიატრიულ კლინიკაში, ცემის შედეგად 32 წლის ყოფილი სპორტსმენი გარდაიცვალა: ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო (ფოტო/ვიდეო)
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებსა და ქალაქ რიეკაში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
საზოგადოების მასშტაბური პროტესტი ფსიქიატრიულ კლინიკაში 32 წლის ყოფილი სპორტსმენისა და მწვრთნელის, კრისტიან იოსიპ პერისის გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებული ვიდეოკადრების თანახმად, კლინიკის პერსონალმა პაციენტს ბალიში დააფარა და სცემა, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა.
საზარელი ვიდეო სოციალურ ქსელებში და ინტერნეტში ვრცელდება.
საპროტესტო აქცია 32 წლის კრისტიან იოსიპ პერისის ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წარსულში სპორტსმენი და მწვრთნელი გახლდათ. იგი 21 ოქტომბერს, კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
