აქციებზე დაკავებული ანატოლი გიგაური გლდანის პენიტენციურ დაწესებულებას, 24 ნოემბერს დატოვებს – მას სასჯელის ვადა ხვალ ეწურება.
ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა – მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მას ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 2 წლის წინ 25 ნოემბერს დააკავეს.
