18 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “თელასი“ ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შეზღუდვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.
შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს და ქუჩებს:
დიდუბის და ჩუღურეთის რაიონებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), იამანიძის, ბათუმის, ყიფიანის, ქუთაისის, უზნაძის (ნაწილობრივ), გაფრინდაშვილის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, გორის, ვორორნინის, ეგნატე და ვახტანგ ფიფიების, ცაბაძის, ზურაბ ჭავჭავაძის და წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის, უზნაძის, უშანგი ჩხეიძის, ტეტელაშვილის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ჯიხაიშის, ჭიჭიკო ბენდელიანის, იმერეთის და სანერგეს ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონში 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარუხის გმირთა, არაყიშვილის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის, მცხეთის, აბაშელის და კოკა კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ისანი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ჩოლოყაშვილის, ბოგდან ხმელნიცკის, ვლადიმერ ლობჟანიძის, ნავთლუღის, ტვიშის, უშაკოვის, მესხეთის, ყვარლის, ქვის სახლის, მთისძირის და მათიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კოჯრის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სოფელი ფონიჭალის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ჭალის, შოთა ნიშნიანიძის, ჭალადიდის, ვაგზლის, ჩიკვაიძის, ვერცხლის, იეთიმ გურჯის, აკოფიანის, მამაცაშვილის, სულხანიშვილის, ველისციხის, ნაკაშიძეების და ავლევის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III კვარტლის (ნაწილობრივ) და თრიალეთის ქუჩის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების (ნაწილობრივ), კორნელი სანაძის, დიმიტრი ერმაკოვის, ქეთევან ჭილაშვილის, აკაკი ფაღავას და ჭიჭინაძის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მიკრორაიონის III კვარტლის (ნაწილობრივ) და იუმაშევის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობივ), მუხადგვერდის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას (ნაწილობრივ), ბროლოსანის, იოსებიძის, ხვიჩიას და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.