ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსიდან 28 ოჯახი, ჯამში 143 ადამიანი, დროებით სასტუმროში გადაიყვანეს. კახა კალაძის განცხადებით, მათთვის ქირით საცხოვრებლებს უზრუნველყოფს, საბოლოოდ კი კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება იგეგმება
“28 ოჯახი, 143 ადამიანი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაო საცხოვრებელი სახლები ამათთვის, რომ არანაირი პრობლემები არ შეექმნათ და საბოლოო გადაწყვეტას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. იმ ადამიანებს, ვინც დანარჩენ სადარბაზოებში აგრძელებს ცხოვრებას, თუ მათაც ექნებათ სურვილი ჩანაცვლების პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა, მუნიციპალიტეტი მზად არის შესაბამისი პროექტი განახორციელოს” – თქვა კახა კალაძემ.
ინგოროყვას კლინიკაში, სადაც ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვები არიან მოთავსებული, დღეს კობახიძე და კალაძე მივიდნენ.
