Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო – ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია მოთავსებული”- ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

November 19, 2026
“დაპირისპირება საპარკინგე სივრცეში არსებულ დაცვის სასადილო ოთახში დაიწყო” – პენსიონერის მკვლელობის ახალი დეტალები

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო. ბრალდებულმა უნდა მითხრას უშუალოდ, რა სახის კომუნიკაცია იყო, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ გელა არობელიძის ადვოკატმა თამარ მერლანმა განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს კლინიკაში დღეს მოინახულებს. ადვოკატის თქმით, გელა არობელიძეს დაზიანებები აქვს.

„გადაწყდა, რომ მის ინტერესებს მე დავიცავ. ჩემთვის ამ წუთას მხოლოდ ფაქტებია ცნობილი, რომ გარდაცვლილია ვახტანგ ჩიქოვანი, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია, ამ წუთას ვადგენ, თუ რომელშია. ბუნებრივია, მასთან კომუნიკაცია მინდა. მას შემდეგ, რაც მასალებს ვნახავ და ბრალდებულთანაც მექნება კომუნიკაცია, იმედია, მეტის თქმა შემეძლება.

როგორც იციან, ხელის მტევანი – მყესი აქვს დაზიანებული, არ ვიცი – რით, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ნახეთქი ჭრილობაა.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო. ბრალდებულმა უნდა მითხრას უშუალოდ, რა სახის კომუნიკაცია იყო მათ შორის“, – განაცხადა მერლანმა.

გელა არობელიძეს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

ცნობისთვის, 18 ნოემბერს, ყიფშიძის ქუჩაზე 77 წლის მამაკაცი ცივი იარაღით მოკლეს. მას ცივი იარაღით, დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 67 წლის გელა არობელიძე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ ?
  • მინდა, გამოვეხმაურო „მინსკში ღალატს“ – რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ? ვიღაც უსახელო და უგვარო! თან სად? ფაქტობრივად, მტრის მოედანზე! – ბოლოს გავხდებით რუსეთის ჩეჩნეთი – ლევან ხაბეიშვილი
  • “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მათ შორის, ნაცნობობა არ იყო – ჩიქოვანისგან მიყენებული დაზიანებებით არობელიძე კლინიკაშია მოთავსებული”- ვახტანგ ჩიქოვანის მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge