კახა კალაძე აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგომარეობაზე საუბრობს – კალაძის თქმით 28 ოჯახი სასტუმროებში განთავსდება, დანარჩენი კორპუსი საცხოვრებლად ვარგისია.
„პრობლემური, უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და მაგის გვერდით არსებული სადარბაზო დანარჩენი, მთლიანად კორპუსი ვარგისია საცხოვრებლად და ადამიანებს შეუძლიათ ცხოვრება გააგრძელონ. ჩვენ თავიდან გვქონდა მზაობა, რომ მთლიანად კორპუსის მაცხოვრებელი, 90 ოჯახი, გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის, მხოლოდ 28 ოჯახზე არის საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანი, რომლებთან მქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა, ეს ადამიანები გადანაწილებული იქნებიან სხვადასხვა სასტუმროებში და ყველანაირი დახმარება, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან იქნება გაკეთებული. მიმდინარეობს სამუშაოები და თუკი რაიმე სიახლე იქნება, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ინფორმაციას… ხედავთ, რომ ყველა სამსახური ადგილზეა მობილიზებული – შინაგან საქმეთა სამინისტრო. ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კი შესაძლებელია, ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკა, ყველა უწყება ადგილზეა და მიმდინარეობს სამუშაოები” – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან.
