Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ქართული ოცნების“ სარჩელი იგივეა, რითაც „პუტჩისტებმა“ გაასამართლეს ზვიად გამსახურდია – ზაზა ბიბილაშვილი

November 19, 2026
„ქართული ოცნების“ სარჩელი იგივეა, რითაც „პუტჩისტებმა“ გაასამართლეს ზვიად გამსახურდია – ზაზა ბიბილაშვილი

ვამბობ, რომ „ქართული ოცნების“ სარჩელი იგივეა, რითაც „პუტჩისტებმა“ გაასამართლეს ზვიად გამსახურდია – იგივეა!, – ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ზაზა ბიბილაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე გააკეთა, სადაც ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავენ.

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება.

ზაზა ბიბილაშვილის თქმით, როდესაც საუბარია ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაზე, მათ შორის არ უნდა მოხდეს იმ ფაქტების გამოტოვება, რაც ხდებოდა 2003 წლამდე ამ თვალსაზრისით.

„2003 წლამდე, 1999 წლამდე თუნდაც, იყო თუ არა ფაქტი, რომ საქართველოს ჰყავდა შს მინისტრი, რომელიც თავის ხელით ხვრეტდა ადამიანებს ქუჩაში?! იყო ეს 2003 წლამდე ხელისუფლების სისტემური დანაშაული,რომელსაც არ ვეხებით? იყო თუ არა ფაქტი, რომ საქართველოში ხვრეტდნენ მიტინგებს, მრავალათასიანი მიტინგები ავტომატებით. არიან არა მხოლოდ თვითმხილველები, არამედ ვიდეოკადრებზეა ჩაწერილი, მათი სახელები და გვარები არის ცნობილი. არის თუ არა ფაქტი, რომ საქართველოში 1991-1992 წლებში მოხდა შეიარაღებული გადატრიალება, რომელმაც დაამხო მოსახლეობის 87%-ის მიერ რამდენიმე თვით ადრე არჩეული ლეგიტიმური პრეზიდენტი? – ხომ არის ფაქტი, ამას არ ვეხებით ხომ? იმ გადატრიალებისთვის ვინმე გასამართლდა, არ გასამართლებულა“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.

ზაზა ბიბილაშვილის ამ გამოსვლისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, გაგა კახიანმა პლენუმს ჰკითხა:

„ბატონი ზაზა, 2003-2012 წლებში ჩადენილ მათ დანაშაულებრივ და სისტემურ ქმედებებს ამართლებს იმით, რა ხდებოდა 1999 წლამდე? ამას ვუსმინოთ?“- იკითხა გაგა კახიანმა.

თავის მხრივ, ზაზა ბიბილაშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ იმაზეც ისაუბრებს, თუ „რა ხდებოდა ამათ დროს“.

მისი განმარტებით, მოვლენები დინამიკაში უნდა იქნას განხილული, რადგან „2003 წლიდან 2012 წლამდე საქართველოში დასრულდა ის ჯოჯოხეთი, რომელიც იყო მანამდე“.

„რამეს კი არ ვამართლებ, მე ვამბობ, რომ ჩვენ წინ უნდა წავსულიყავით და წინ წავედით. სხვათა შორის, რომან შამათავა ახსენეს და საზოგადოებას მინდა ამ ტრიბუნიდანაც შევახსენო, რომ რომან შამათავას სახელს სხვადასხვა საქმე უკავშირდება, მაგალითად,ის,რომ სოხუმის ციხიდან გამოიყვანა და ენგურს აქეთ გადმოიყვანა მამა იოანე, იგივე არჩილ მაისურაძე, რომელიც საქართველოს მტრებს ჰყავდათ დატყვევებული. ასევე მის სახელს უკავშირდება ის,რომ ქართული მოსახლეობა გალსა და ოჩამჩირეში ცხოვრობდა მშვიდად და ისეთი მკვლელები, როგორიც იყვნენ ვალმერ ბუთბა და ოთარ ტურამბა ვეღარ ახერხებდნენ ამის გაკეთებას. და, ჩემი მოქალაქეობრივი ვარაუდია, რომ რომან შამათავა რომ არ ყოფილიყო ის, სადაც ამ ხელისუფლებამ ჩასვა დღეს, გიგა ოთხოზორიაც იქნებოდა ცოცხალი“, -განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ ზაზა ბიბილაშვილს მიმართა, რომ ის ახლა ტრიბუნას იყენებდა იმისთვის, რაც საქმესთან შემხებლობაში არ არის. გარდა ამისა, მოსამართლემ მოპასუხეს მოუწოდა, რომ ვერ მისცემს შესაძლებლობას იმისა, რომ იქით ედავოს „ქართულ ოცნებას“, მათ დროს რა ხდებოდა.

„ეს თუ გახდა ოდესმე სადაო, მერე მედავეთ“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

„ჩვენს აკრძალვას ითხოვს ის პოლიტიკური ძალა, რომლის პირობებშიც საზოგადოებამ შეიტყო ე.წ. სუს-ის “კრებსების” თაობაზე“, – აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ფასები 13 000-მდე სამედიცინო სერვისზე გვაქვს დათვლილი, მხოლოდ 400-მდე მომსახურება ვნახეთ ისეთი, სადაც გაზრდილია, 100%-ზე მეტით გაზრდილია 250-მდე მომსახურებაზე”- რას ამბობს ირაკლი ლექვინაძე
  • “ტყუპი ბავშვია მოყოლილი ნანგრევებში” – ახალი დეტალები ფონიჭალიდან, სადაც აფეთქება მოხდა
  • როგორ გამოიყურება ზემოდან აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge