Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

როცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა – ნიკა გვარამია

November 19, 2026
პოლიციამ შიდა ქართლში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტი გახსნა, დაკავებულია ერთი პირი

როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა , – ეს განცხადება პარტია “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ოპოზიციონერის თქმით, ხელისუფლების მიერ რუსეთთან „ფარული არხების“ ახლა უკვე გაოფიციალურება მიმდინარეობს.

“ ზურაბაშვილი ამისთვის დაინიშნა სინამდვილეში – რუსეთთან ამ ფარული არხების გაოფიციალურება მიმდინარეობს. ის, რომ კაცი, რომელიც ჟენევის ფორმატში უნდა იყოს ჩვენი მომლაპარაკებელი, სინამდვილეში იგივე ხალხს ხვდება მინსკში, (ხალხს ვგულისხმობ რუსს, დასავლეთის წარმომადგენლებს – არა) მიანიშნებს იმაზე, რომ უკვე ოფიციალურად და ღიად ხელისუფლება დგამს ნაბიჯებს რუსეთის მიმართულებით – ოფიციალურად და ღიად, ხაზგასასმელია. თორემ, მანამდე ეს, როგორც გითხარით, ფარული არხებით ისედაც ხდებოდა, ნუ მეტ-ნაკლებად რიტორიკის დონეზე, მაგრამ რაც ხდება ეს უკვე აბსოლუტურად გასაგები და ცხადია. და რაც ყველაზე უფრო ცუდია, რომ დიახ, ჩვენ შევცვალეთ ლოკაცია, ვხვდებით მინსკში რუსებს, რაზე?! – არ ამბობენ…

შეუძლებელია კეთილი მიზნებით ამის შეფუთვა, სავაჭრო წარმომადგენელი არ არის ზურაბაშვილი. შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობა ვაჭრობის კუთხით რომ განიხილებოდეს, გასაგები იქნებოდა, მაგრამ ეს კაცი არ არის სავაჭრო წარმომადგენელი“, – აღნიშნავს გვარამია და დასძენს, რომ სავაჭრო საკითხებზე შეხვედრა სხვა ქალაქში შეიძლებოდა დაგეგმილიყო.

„შეგახსენებთ, რომ ბელარუსი არის ანტიუკრაინული კოალიციის წევრი და ის ქართველი [გიორგი ზურაბაშვილი] ახლა იმყოფება უკრაინის საწინააღმდეგო სამხედრო გაერთიანების მიწაზე. თუ მოლაპარაკებები პირდაპირ ეხებოდა პროდუქტებს, ემბარგოს, შეიძლებოდა, ყოფილიყო სხვაგან, ასევე, შეიძლება თქვან ამის თაობაზეა, მაგრამ ამას არ ამბობენ. ღიად და ხაზგასმით ელაპარაკებიან რუსეთს, თან ბელარუსის ტერიტორიაზე.

დიპლომატიური ურთიერთობა სახელი კი არ არის, დიპლომატიური ურთიერთობა არის რეალური ნაბიჯები – როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხვდება რუსეთის წარმომადგენელს და ხვდება ბელარუსში, ამას სხვა არაფერი ჰქვია, თუ არა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი 19 ნოემბერს მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შეხვდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის გადამოწმების პროცესში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო ცალკეულ ოჯახებს ქულები ხელახლა განესაზღვრათ – მიხეილ სარჯველაძე
  • განცხადება ცხოველთა უფლებების დამცველ დავით ზანდუკელის საქმესთან დაკავშირებით
  • “გაუმჭვირვალობის თემა საკმაოდ აქტუალურია მსოფლიოში – ყველა თვალყურს ადევნებს, რამდენად მკაცრ კანონებს იღებენ იმასთან დაკავშირებით, რომ არ შემოიჭრას ცალკეულ ქვეყანაში დაუსაბუთებელი თანხა” – გია ვოლსკი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge