Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვეცდებით კონსენსუსის მიღწევას საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის ჟენევიდან სხვა ქვეყანაში გადატანაზე – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილე

November 19, 2026
ვეცდებით კონსენსუსის მიღწევას საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის ჟენევიდან სხვა ქვეყანაში გადატანაზე – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილე

„სამხრეთ ოსეთი“ შეეცდება, მიაღწიოს კონსენსუსს ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ჩატარების ადგილის შეცვლის თაობაზე, – ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ცხოვრებოვმა განაცხადა.

„ვეცდებით სხვა მონაწილეებთან კონსენსუსის მიღწევას საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის ჟენევიდან სხვა ქვეყანაში გადატანის საკითხზე, რომელიც ნამდვილად ნეიტრალური პლატფორმა იქნება“, – განაცხადა ცხოვრებოვმა.

მისი თქმით, შვეიცარიაში საერთაშორისო დისკუსიების ჩატარების საკითხი კვლავ დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის ერთ-ერთი მიზეზია შვეიცარიაში ახლახან ჩატარებული რეფერენდუმიც, რომელზეც კენჭისყრაზე სახელმწიფოს ნეიტრალური სტატუსის მომავალთან დაკავშირებული საკითხი იყო გამოტანილი, თუმცა, ცხოვრებოვის მტკიცებით, “მოქალაქეთა უმრავლესობამ ქვეყნის ნეიტრალიტეტს მხარი არ დაუჭირა”.

მისი თქმით, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე „სამხრეთ ოსურმა მხარემ“ ყურადღება ასევე გაამახვილა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, რომელიც ამავდროულად შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრიცაა, “სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორიაზე ვიზიტზე”.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ გარემოებაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პოსტკონფლიქტური მოწესრიგების პროცესში შუამავლის ვალდებულებები იკისრეს, მხარეების მიმართ თანაბრად დისტანცირებული პოზიციაც უნდა დაიკავონ. მოცემულ შემთხვევაში კი ამას ვერ ვხედავთ“, – აღნიშნა ცხოვრებოვმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბავშვები დედებთან ერთად არიან მოყოლილები და როგორ გავიდეთ ადგილიდან?” – ხმაურია ქვემო ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა
  • ვეცდებით კონსენსუსის მიღწევას საერთაშორისო მოლაპარაკებების ადგილმდებარეობის ჟენევიდან სხვა ქვეყანაში გადატანაზე – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო მინისტრის მოადგილე
  • რუსეთი ევროსაბჭოში მხარდაჭერილ რეზოლუციას საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა, როგორც სტრასბურგში, ასევე ჰააგაში – რატი იონათამიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge