Thursday, November 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო… სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც…” – რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?

November 19, 2026
“დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო… სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც…” – რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?

მთა­ვარ ფო­ტო­ზე – ირაკ­ლი ღლონ­ტი და მოკ­ლუ­ლი ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი
“აქვე სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ბი­ძა­ჩე­მის მკვლელ­საც, რად­გან ჩვე­ნი ტკი­ვი­ლის გარ­და, მა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევს უია­რა­ღო, 80 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ღირ­სე­უ­ლი კა­ცის მკვლე­ლო­ბის მძი­მე ტვირ­თის ტა­რე­ბა”, – ამის შე­სა­ხებ ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი ღლონ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­კე­ში, ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით წერს. მოკ­ლუ­ლი ირაკ­ლი ღლონ­ტის ბი­ძაა.

“ჩემ­თვის ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა ორ­მა­გი ტრა­გე­დი­აა – მოკ­ლუ­ლია ბი­ძა­ჩე­მი, სა­ვა­რა­უ­დო მკვლე­ლი კი ჩემი მშობ­ლი­უ­რი კუ­თხის შვი­ლია. და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი – დანა მკვლელს ეკუთ­ვნო­და, ბი­ძა­ჩე­მი კი უია­რა­ღო იყო. კიდევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ერ­თა­დერ­თი ია­რა­ღი ყო­ველ­თვის მისი სი­ტყვა, საქ­მე და ღირ­სე­ბა იყო.
შვი­ლის ტრა­გი­კუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ის ოჯა­ხის მზრუნ­ვე­ლი მმარ­თვე­ლი, შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის გუ­ლის­ხმი­ე­რი მამა და ბა­ბუა იყო. როცა შე­ი­ტყობ­და, რომ ნაც­ნობს თუ უც­ნობს შვი­ლი გარ­და­ეც­ვლე­ბო­და, ჭი­რი­სუ­ფა­ლი­ვით მი­დი­ო­და მათ ოჯახ­ში და გულ­მოკ­ლულ მშობ­ლებს სამ­ძი­მარს უცხა­დებ­და.

კა­ცის­კვლას არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა არ აქვს და ვერ ექ­ნე­ბა – უნდა აღ­სრულ­დეს სა­მარ­თა­ლი!

ჯერ­ჯე­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და ექ­სპერ­ტი­ზა. ყვე­ლა დე­ტალს პი­რა­დად, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გა­ვეც­ნო­ბი.საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლია ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და სან­დო ად­ვო­კა­ტი, ლექ­სო სვი­მო­ნიშ­ვი­ლი, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­ზუს­ტით და სიმ­ტკი­ცით მივ­ყვე­ბი.

აქვე სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებ ბი­ძა­ჩე­მის მკვლელ­საც, რად­გან ჩვე­ნი ტკი­ვი­ლის გარ­და, მა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­უ­წევს უია­რა­ღო, 80 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ღირ­სე­უ­ლი კა­ცის მკვლე­ლო­ბის მძი­მე ტვირ­თის ტა­რე­ბა.

კა­ცის­კვლა არის ბუ­ნე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­მელ­საც შენ­დო­ბა არ აქვს”, – წერს ირაკ­ლი ღლონ­ტი.

ცნო­ბის­თვის, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მოკ­ლეს. საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლია 60 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი გელა არო­ბე­ლი­ძე.
გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი მიმ­დი­ნა­რე წლის 18 ნო­ემ­ბერს, თბი­ლის­ში, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მი­წის­ქვე­შა ავ­ტო­სად­გომ­ზე, ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ნაც­ნობ მა­მა­კაცს ჯერ ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, ხოლო შემ­დეგ ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

და­პი­რის­პი­რე­ბი­სას და­შავ­და თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლიც.სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ამ მატჩებმა დაგვანახა, რომ საერთო მიზნის მისაღწევად აუცილებელია თითოეული ადამიანის მაქსიმალური პასუხისმგებლობა – ლევან კობიაშვილი
  • “ძალიან დიდი ტრაგედიაა, ბაბუა, ბებია და შვილიშვილები იყვნენ მანქანაში” – ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები
  • “დანა მკვლელს ეკუთვნოდა, ბიძაჩემი უიარაღო იყო… სამძიმარს ვუცხადებ ბიძაჩემის მკვლელსაც…” – რას წერს ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე მოკლულის ახლობელი?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge