Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნიკოლოზ ჯავახიშვილის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

November 18, 2026
ნიკოლოზ ჯავახიშვილის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს

“პოლიტპატიმარი ნიშნავს პოლიტიკურად დევნილ, განსხვავებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის დაპატიმრებულ პირს” – ასე პასუხობს პროევროპულ აქციაზე დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას, რომელმაც გუშინ იკითხა, რატომ სხედან ციხეში ახალგაზრდები.

პატიმარი აუდიომიმართვაში ამბობს, რომ მიუხედვად სასამართლო სხდომებსი დახურვისა და მედიისთვის გადაღების აკრძალვისა, სიმართლეს საზოგადოება მაინც გაიგებს – “ვერ გიშველით ათასობით რობოტი და ვერ გადაფარავთ ფაქტებს”.

“მოგეთხოვებათ”- ეუბნება ჯავახიშვილი მოსამართლეებს და აფრთხილებს რომ თავის მართლება წლების შემდეგ, რომ ვინმეს აშინებდნენ და აშანტაჟებდნენ რელევანტური ვერ იქნება.

გამარჯობა, ჩემო ქართველო ხალხო. დიდი ხანია განცხადება არ გამიკეთებია. არც ვაპირებდი, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა არ მომცეს იმის უფლება, რომ გავჩუმებულიყავი და გამეტარებინა. ბევრი რამის თქმა, ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა. თუმცა ამ ეტაპზე ორ მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო. პირველი: ეს არის პოლიტპატიმრების და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების აქტიური მონაწილეობა ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. და ძალიან დიდ მადლობას გიხდით იმ ყველაფრისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ქართველი ხალხის ხმა ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკურად, ასევე ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. არ გადაიხედოს უვიზო მიმოსვლა. მყისიერი და დროული ქმედებები საქართველოს დასახმარებლად. მეორე: ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განხილვა. გუშინ მოვუსმინე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თავმჯდომარის ვაკანსიაზე დასაქმებულმა რევაზ ნადარაიამ ვერ გაიგო, თუ რატომ ვზივართ ციხეში, რატომ გვეძახიან ღირსეულ ბიჭებს და არა პოლიტიკურ და სინდისის პატიმრებს. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ბერდია სიჭინავას და გიორგი სიორიძეს ამომწურავი და სრული პასუხებისთვის.

პოლიტპატიმარი ნიშნავს პოლიტიკურად დევნილ, განსხვავებული აზრისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის დაპატიმრებულ პირს. მეუფე იობთან ბოდიშის მოხდით, მაგრამ როცა მეუფეს აგინებენ — გამოხატვის თავისუფლებაა, და როცა რაღაცა არ მოგწონს და ამაზე ხმამაღლა საუბრობ — ციხეში უნდა… ვერ მოგართვით! სასამართლოებზე გადაღება აგვიკრძალეთ, რადგან საზოგადოებამ სიმართლე ვერ გაიგოს, მაგრამ მაინც ვერ გაგვაჩერებთ და ჩვენ სიმართლეს ყველგან ვიტყვით და დავამტკიცებთ. ვერ გიშველით ათასობით რობოტები და ვერ გადაფარავთ ფაქტებს. და როცა ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაიმკვიდრებს თავის გზას მშვიდობის არეალში, ყველას პასუხი მოგეთხოვებათ და მერე თავის მართლება არ დაიწყოთ — „მაშინებდნენ“, „მაშანტაჟებდნენ“ და ასე შემდეგ. მათ შორის ეხება ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს და სამთავრობო ტელევიზიებს.

როგორი გრძნობაა, როცა ვიღაც შავებში ჩაცმული ტიპი მოდის და მოკიდებულ ფეიერვერკს გესვრის, თან როცა იცი, რომ პროვოკაციები და პროვოკატორები ყოველ ნაბიჯში შეიძლება იყვნენ? არ გამოართმევ — ძირს დაგიგდებს ფეხებთან და გაიქცევა. რა უნდა გააკეთო? გაეკიდო, იძალადო, ფეიერვერკმა გაისროლოს და ვინმე დაზარალდეს? სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება შევასრულე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საფრთხე თავიდან ამეცილებინა. ავიღე ფეიერვერკი და ჰაერში ავმართე, თუმცა ვიღაც ჩასაფრებულმა გადაიღო და — „აი, როგორ ძალადობსო“. ეს ყოველივე ვიდეოშიც დასტურდება, რითიც გამასამართლეს, თუმცა სასამართლოზე გადაღება აკრძალეს”.- აცხადებს ნიკოლოზ ჯავახიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “წარუმატებლობის მიზეზების სხვებში ძიება მარტივი გზაა, არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საკუთარი ვალდებულება სრულად შეასრულა, როცა საერთო მიზანს ვერ მივაღწიეთ – დროა, საქმით დავამტკიცოთ, რომ შედეგის შეცვლა შეგვიძლია”- რას ამბობს ლევან კობიაშვილი
  • ნიკოლოზ ჯავახიშვილის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge