„მიხარია, რომ გხედავთ, ყველას ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის. არაფერი იცვლება ჩვენი პატიმრობით – ის რამდენხნიანიც არ უნდა იყოს და რამდენჯერაც არ უნდა გამეორდეს. მე ძალიან მეუხერხულება ხოლმე იმაზე ლაპარაკი, რომ აქ ერთი თვე ვიჯექი თუ წინა ჯერზე კიდევ ნახევარი თვე, ჩვენ ისეთი ხალხი გვიზის ციხეში – ჩვენი პოლიტპატიმრები სინდისის პატიმრები – ჩვენ ყველანი მათზე უნდა ვზრუნავდეთ და მაქსიმუმს უნდა ვაკეთებდეთ. ისინი არიან საპყრობილეებში ჩვენ ხანდახან საპყრობილეებში, ხანდახან გარეთ და ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე. რა ჯარიმაც არ უნდა დაწერონ, რა პატიმრობაც არ უნდა გამოწერონ, ყოველთვის დავწერთ და ვილაპარაკებთ რასაც საჭიროა, ჩვენ არ დავაკორექტირებთ ჩვენს სიტყვებს, იმის გამო, რომ ივანიშვილს ცალკე ლექსიკონი აქვს შედგენილი, სადაც ის სიტყვები შეაქვს, რომელიც არ უნდა, რომ გაიგონოს – ჩვენ ვილაპარაკებთ, დავწერთ, ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე!“ – განაცხადა ჟურნალისტმა ვახო სანაიამ იზოლატორის დატოვების შემდეგ.
