Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

Wildberries-მა სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა

November 18, 2026
Wildberries-მა სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა

რუსული კომპანია Wildberries, რომლის დამფუძნებელი ტატიანა კიმი ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული, საქართველოში საქმიანობას აფართოებს. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) მიმოხილვის თანახმად, კომპანიის ადგილობრივმა ოპერატორმა „ტრანსკომ გრუპმა“ რუსთავთან სახელმწიფოსგან 19,25 ჰექტარი მიწა შეიძინა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში სასაწყობე ფართები იჯარით აიღო და თბილისში ტაქსის სერვისის, WB Taxi-ის ამოქმედებისთვის ემზადება.

EPRC-ის ინფორმაციით, „ტრანსკომ გრუპმა“ 2026 წლის იანვარში თბილისი–წითელი ხიდის საერთაშორისო გზასთან ოთხი მიწის ნაკვეთი პრივატიზაციის გზით შეიძინა. ორგანიზაციის ვარაუდით, ტერიტორია შესაძლოა ლოგისტიკური კომპლექსის მოსაწყობად იყოს განკუთვნილი, თუმცა პროექტის დანიშნულება და მშენებლობის ვადები ჯერჯერობით უცნობია.

ამასთან, კომპანიას სოფელ გამარჯვებაში დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრის სასაწყობე ფართი აქვს იჯარით აღებული, ხოლო გარდაბანში მეორე საიჯარო ხელშეკრულებაც აქვს გაფორმებული.

„თუ რუსთავთან ლოგისტიკური ცენტრი მოეწყობა, ჯგუფს რუსეთის ფარგლებს გარეთ საქონლის მიღების, შენახვისა და განაწილების დამატებითი გაცილებით დიდი შესაძლებლობა ექნება“, – აღნიშნავს EPRC.

რაც შეეხება ტაქსის სერვისს, ორგანიზაციის ცნობით, 2026 წლის ოქტომბერში გამოცხადებული ორი ტენდერი თბილისში დაახლოებით 150 ავტომობილის ბრენდირებას ითვალისწინებდა.

„თუ სერვისი ამოქმედდება, Yandex Go-ს რუსულ ჯგუფთან დაკავშირებული კიდევ ერთი პლატფორმა დაემატება“, – წერს EPRC.

მიმოხილვაში ყურადღება გამახვილებულია კომპანიის ქართულ კავშირებზეც. EPRC-ის თანახმად, „ტრანსკომ გრუპის“ თავდაპირველი მფლობელი ბანკ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლაშა მეგრელიძე იყო. 2024 წლიდან კი კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელია „ქართული ოცნების“ შემომწირველი სერგი თვალჭრელიძე, რომელიც პარტიის დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილის ბიზნესპარტნიორია.

ცნობისთვის, ევროკავშირმა Wildberries-ის დამფუძნებელი ტატიანა კიმი 16 ნოემბერს დაასანქცირა. სანქციების დასაბუთებაში ევროკავშირი კომპანიას რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს გადასახადის გადამხდელად და სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების ხელშემწყობ პლატფორმად ასახელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ამ კანონის უკან გაწვევით რეალურად მთელმა საზოგადოებამ, მთელმა პროევროპულმა საზოგადოებმა, საზოგადოების 87%-მა ნახა სიკეთე…” – რას აცხადებს არჩილ გორდულაძე
  • Wildberries-მა სახელმწიფოსგან 19 ჰექტარზე მეტი მიწა შეიძინა
  • “კომპანიის მხრიდან ზარალი სრულად ანაზღაურდება” – საბურთალოზე წყალსადენის დაზიანებსთან დაკავშირებით კახა კალაძე განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge