Wednesday, November 18, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, ჩვენი სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია” – არჩილ გორდულაძე

November 18, 2026
“მარტა კოსს საქართველო იმ შემთხვევაში ახსენდება, როცა ცდილობს, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანოს და კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ეს თანხები მიაწოდოს…” – არჩილ გორდულაძე

მოლოდინი ჩვენი მხრიდან არის იგივე, რაც აქამდე იყო, რაც პრაქტიკამაც აჩვენა, რაც განმეორდა მათ შორის, გუშინაც, ეს “ლელოს” მხრიდან თუ “გახარიელი ნაცების” მხრიდან ვიხილეთ, რომ მაგალითად, ისინი საუბრობდნენ, რომ არასდროს მოუთხოვიათ რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ამავდროულად პარლამენტში მათ რეზოლუცია დააინიცირეს, როდესაც ისინი პარლამენტის წევრები იყვნენ წინა მოწვევაში და თვითონ მათი წარმომადგენლის, ბერდია სიჭინავას ინტერვიუც არსებობს, სადაც იგი ამბობდა, რომ ითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ფედერაციისათვის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი განცხადებით, “ნაცმოძრაობასთან” ერთად კოალიციაში ყოფნის გამართლება თვითმმართველობის გადარჩენის მიზეზით, მხოლოდ “გახარიელ ნაცს” შეუძლია.

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, მმართველ გუნდს და საზოგადოებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან ბევრი კითხვა არ აქვს, ვინაიდან, ყველამ კარგად იცის, რომ ქვეყანაში აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილია ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაა.

„ამავდროულად, ბერდია სიჭინავა, რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობდა, როდესაც ვითომ შუამავლობას აყენებდა ან რაიმე სათქმელი ჰქონდა მოსამართლისათვის და რეალურად ამბობდა, რომ იგი ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში, პროკურატურაში მუშაობდა, მას ქალბატონი ნორა კვიციანის დაზარალებულად ცნობის შესაბამის დადგენილებაზეც აქვს ხელი მოწერილი და ძალიან კარგად იცის, რანი არიან “ნაცმოძრაობის” წევრები და შემდეგ, ამ ნაცმოძრაობასთან ერთად, მათ კავშირი ჰქონდათ შეკრული და ერთობა 2021-2025 წლებში. ახლაც იმავეს აგრძელებენ და ამ ყველაფერს ამართლებენ იმით, რომ თითქოს თვითმმართველობა გადაარჩინეს ოთხ მუნიციპალიტეტში. “ნაცმოძრაობასთან” ერთად კოალიციაში ყოფნას რომ თვითმმართველობის გადარჩენით გაამართლებ, ეს რომ მხოლოდ და მხოლოდ “გახარიელ ნაცს” შეუძლია, რომ წარმოთქვას.

რაც შეეხება ჩვენს კითხვებს, ჩვენი სარჩელი და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებები, საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ პარტიები შესაბამისად აიკრძალონ. ამ პოზიციას ვაფიქსირებთ არაერთხელ ჩვენს ნაწილში, როდესაც პროცესზე ვართ წარდგენილები. რაც შეეხება კითხვებს, ამას უკვე საზოგადოება იხილავს. რა თქმა უნდა, ჩვენი კითხვების რაოდენობა არ იქნება იმდენი, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრი შეკითხვა ამ საკითხებთან დაკავშირებით არ გვაქვს, არც საზოგადოებას არ აქვს. ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ ქვეყანაში არიან აგენტურული ოპოზიციის სახით წარმოდგენილი ე.წ. პარტიები, რომელთა მიზანი იყო, არის და მომავალშიც იქნება ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვა, რისი დაშვების უფლებაც პასუხისმგებლიან ხელისუფლებას არ გვაქვს,” – განაცხადა გორდულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კანონი შეიცვალა: ღამით მანქანების ხმაურის დასაშვები ზღვარი გაიზარდა – რა ჯარიმები ელოდებათ მძღოლებს?
  • ბინაში ფარულად შეაღწია, მოიპარა 6 580 ევრო, 32 000 დოლარი და ძვირფასეულობა – ბათუმში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
  • საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge