რეკორდული მაჩვენებელი – ირანში ავტომობილების რეექსპორტი 368-ჯერ გაიზარდარეკორდული მაჩვენებელი – ირანში ავტომობილების რეექსპორტი 368-ჯერ გაიზარდა
საქართველოდან ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის 9 თვეში ირანში 7 365 ერთეული, ჯამში 129.4 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანები გავიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
ამასთანავე, 2025 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, ირანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 368-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, გასული წლის საანგარიშო პერიოდში ირანში 20 ერთეული, სულ 693.7 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა.
რეექსპორტის ზრდის პარალელურად, თითქმის განახევრდა ერთეულის საშუალო ფასი. ასე მაგალითად, შარშან 1 ავტომობილის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე საშუალოდ 34 685 დოლარს შეადგენდა, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში კი 17 573 დოლარამდე შემცირდა. (შენიშვნა: ავტომობილის მარკის, გამოშვების წლისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, ერთეულის ფასი შესაძლოა, საშუალოზე ბევრად მეტი/ნაკლები ყოფილიყო).

აქვე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ირანი ავტომობილების მსხვილს საექსპორტო ბაზრებს შორის მესამე ადგილზე იყო, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე პერიოდში ათეულშიც ვერ ხვდებოდა.