Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა – ელისაშვილის სკანდალური განცხადება

November 17, 2026
გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა – ელისაშვილის სკანდალური განცხადება

“გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა” – ამის შესახებ სკანდალური განცხადება დღეს სასამართლო სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

პატიმრობაში მყოფმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ გეკა გელაძემ ბერა ივანიშვილს უარი ძმები ფეიქრიშვილების “ცემასა და წამებაზე” უთხრა.

ბერასთვის ნათქვამი უარისთვის, დღეს ელისაშვილმა გელაძე სასამართლო დარბაზიდან შეაქო – პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა მის მიმართ დაწესებულ შეზღუდვაზე, იმაზე, რომ ერთი წელია ამ შეზრუდვის გამო დედა, მამა და შვილები არ უნახავს. პოლიტიკოსმა პარალელი გაავლო ციხეების ყოფილი შეფის (გიორგი პატარიძე) და გლდანის ციხის ყოფილი დირექტორისთვის (რამაზ ფირცხალავა) შეფარდებულ გირაოზე.

ერთი წელია ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული და აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია. ჩემი ოჯახის წევრებს ვხედავ სასამართლოში, დედაჩემი და მამაჩემი ერთი წელია არ მინახავს, არ მარეკინებენ, წერილებს ვერ ვგზავნი…. რუსულ ტერმინებს მივეჩვიე ციხეში, იქ რუსული ტერმინები აქვთ: „სვიდანია“, პაემანიც აკრძალული მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურაში ჩათვალეს, რომ მე შეიძლება მოწმეებზე მოვახდინო ზეწოლა.
ახლა რის საფუძველზეც მაქვს აკრძალვა, უკვე ხუთი თვეა, არის მეორე საქმე, მეორე ტერორიზმის, სადაც არცერთი მოწმე არ არის საქმეში. არცერთი მოწმე არ არის საქმეში. მოწმე არის მხოლოდ ოთხფეხა ძაღლი.

და რატომ ვამბობ ახლა ამ ამბავს: შაბათს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს და გლდანის ციხის დირექტორს, და გირაო შეუფარდა სასამართლომ. რა საქმეზე? რომ ამ ადამიანებმა გამაოგნებელი დანაშაული ჩაიდინეს: გლდანის ციხეში შეიყვანეს, დაგეგმეს და განახორციელეს ისეთი რამ, სააკაშვილის დროს, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არ მომხდარა ასეთი წინასწარ დაგეგმილი, გამაოგნებელი სისტემური დანაშაული, როდესაც კრიმინალების ჯგუფი შეიყვანეს ადამიანთან, რომლის მკვლელობის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი ერთ-ერთ ეპიზოდში თავს, და ოთხი დღე აცემინეს და აწამებინეს საკანში.

და ამის შემდეგ, პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი ერთი თვე უარყოფდა და გლდანის ციხის დირექტორი ერთი თვე უარყოფდნენ ამ ამბავს. რახან პროკურატურა ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს ფაქტი მოხდა. ანუ რა გამოდის, რომ ის არის უპატრონო შენობაა მიტოვებული გლდანის ციხე, სადაც შეაღებ და შეხვალ.

სინამდვილეში ამ საქმეში ორი ადამიანის ბრალი კი არა, ათეულობით ადამიანია ჩართული, ხო? ვინც შეიყვანა ადმინისტრაციის თანამშრომლები, ის სამედიცინო პერსონალი, იქ რეჟიმის სამსახურია, იქ უსაფრთხოების სამსახურია, ვიდეომონიტორინგი მიდის – როგორ შეიძლება ოთხი დღე უყურებდე ვიდეოკამერაში, რომ აწამებენ ვიღაცას და რეაქცია არ გქონდეს? თუ გამორთული იყო ვიდეოკამერა, რატომ იყო ოთხი დღის განმავლობაში ისე, რომ არავინ არ შეიმჩნია? სამედიცინო პერსონალმა რატომ არ მიაქცია ყურადღება? რატომ ვამბობ ამას?

ამ საქმეში არის ათეულობით საქმე და უამრავი მტკიცებულება, რომლის განადგურება, ამ მოწმეებზე ზეწოლა ძალიან მარტივად შეუძლია პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, და ასეთ ვერტიკალურ სისტემაში დირექტორს ძალიან დიდი ძალაუფლება აქვს, მოგეხსენებათ, ყოფილ დირექტორსაც, და ციხის დირექტორს, რომელსაც უშუალოდ ექვემდებარებოდნენ ის მოწმეები. და სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ასეთი ხალხი. და პროკურატურა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოახდინონ, იქ შეიძლება ვიდეომტკიცებულებების წაშლა მოხდეს, იქ ათასი მტკიცებულების წაშლა მოხდეს.

და პრობლემას ხედავენ იმაში, რომ მე ციხეში ვარ გამომწყვდეული, მკაცრი რეჟიმის ციხეში, სამი ვიდეოკამერა მაქვს თავზე დამაგრებული და ყველანაირი კომუნიკაცია მიკრძალული მაქვს, აი ესეთი მარაზმატიკული ბრალდებით, რომ თურმე ციხიდან შეიძლება ძაღლს დავურეკო და ზეწოლა მოვახდინო.

მოკვდებოდი სიცილით, ეს რომ რაღაცა მოთხრობა წაგეკითხა რა, ო’ჰენრის სტილში დაწერილი მოთხრობაა, რაღაცა, ჩემს თავს რომ არ ხდებოდეს და ამ ქვეყნის თავს რომ არ ხდებოდეს ეს. რომ დირექტორს ციხის და პენიტენციურის უფროსს გირაოთი უშვებენ და პრობლემას ვერ ხედავენ იმაში, რომ ამ ხალხმა შეიძლება ზეწოლა მოწმეებზე მოახდინონ, და ჩემში ხედავენ ერთი წელია პრობლემას, რომ ციხიდან შეიძლება ძაღლს… რა უნდა ვუქნა ძაღლს? აი, რომ დავურეკავ, რა უნდა ვქნა? დავუყეფო ტელეფონში? ჯერ რა ძაღლია, არც ვიცი სად არის… საერთოდ არ არსებობს.

ერთი ვინმემ ამიხსნას, რა ჰქვია ამას? ან სამართალი ჰქვია, ნამუსი ჰქვია, კანონი ჰქვია თუ რა ჰქვია? ან ამ ქვეყანას რაღა დაერქვა ამ ბოლო დროს, რაც ხდება… იმ ფონზე და იმ ვითარებაში. აი ეს არის გამაოგნებელი ამბავი და ერთი რაც მინდა კიდევ ვთქვა, ნაღდად ბოლოს მინდა უბრალოდ რა ვიცი ახლა, თავს ხომ ვხედავ ყველაფერს, რაც მომდის იმ გამომწყვდეულში: ერთი ნაღდად არ მეგონა, გეკა გელაძის მიმართ თუ გამიჩნდებოდა პატივისცემა. აი, აქ ყველასთან ბოდიში, მაგრამ მაგ კაცის მიმართ პატივისცემა გამიჩნდა და არ მეგონა. ჩემი ინფორმაციით, ხმამაღლა მინდა ვთქვა, არ მომისმენია ტელევიზიით, უბრალოდ ვიცი, როგორც ვიცი: ბერამ, მას შემდეგაც სუს-ს დაავალა აი ამ ფეიქრიშვილების წამება ციხეში, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაც, ჩემდა გასაოცრად, აღმოაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა და უარი უთხრა ასეთ მავნებლობაზე და ბოროტებაზე, და ამის გამო გააგდეს სამსახურიდან. ხოდა, მე მინდა აი ესე აქედან შევუთვალო პატივისცემა ნამდვილად გეკა გელაძეს და ყველა ისეთ ადამიანს, რომელიც უკანონობას ხელს არ უწყობს და ყოჩაღ, რომ ყოფილა გამონაკლისი, რომ ასეთი ადამიანი”, – განაცხადა ელისაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • მოკლული ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს
  • გეკა გელაძის სუს-ის უფროსობა ბერა ივანიშვილის დავალებების შეუსრულებლობას შეეწირა – ელისაშვილის სკანდალური განცხადება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge