Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა” – რას აცხადებს ელისო კილაძე

November 17, 2026
“ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა” – რას აცხადებს ელისო კილაძე

ციხეში ვარ მამუკა მდინარაძის გამოგონილი სცენარით – ამის შესახებ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებელმა, ელისო კილაძემ საკუთარ პროცესზე განაცხადა.

ჟურნალისტის განცხადებით, მდინარაძეს ზურგს უმაგრებს მისი თანაკურსელი, საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე.

“ჩემი ერთადერთი შეცდომა არის რომ ვირწმუნე ცუდი ადამიანების გაკეთილშობილების”- ამბობდა საბოლოო სიტყვაში დაკავებული ჟურნალისტი.

“ქრონიკა პლიუსის” დამფუძნებელმა თქვა რომ უარის ამბობს, საპროცესო შეთანხმებაზე, არ აპირებს ვინმეს ხელი დაადოს, და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად,.

“ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა. სამწუხაროდ, მას მხარს დღემდე უმაგრებს თანაკურსელი და სიყრმის მეგობარი, გიორგი გვარაკიძე.

მიზანი მიღწეულია, რედაქცია დარბეული და დახურულია, რედაქტორი ციხეშია.

თქვენი გამამტყუნებელი განაჩენი იქნება ხელისუფლების პასუხი ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაზე და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის დასტური.

დასასრულს, მადლობა ჩემს ადვოკატებს, ტიტანური შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ამ სპეციფიკური საქმის სიმართლე ბევრი ადამიანის ყურამდე მიეტანათ, მადლობა ჩემს გუნდს, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობენ. თქვენ მოუსმინეთ აქ რამდენიმე მათგანს, ამ გულწრფელი ემოციების და თავისუფლებისთვის გადახდილი მადლობის უკან ჩვენი პროფესიული ურთიერთობის ბევრი დღე და საათი დგას.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, შვილებს, ძმას, მის არაჩვეულებრივ მეუღლეს, მოკითხვა ჩემს ლიზას და ჩემს ჩემპიონ ნიკას, რომელმაც ჯერ არ იცის ბებო სად გაქრა.

მადლობა ჩემს მეგობრებს! თავს არ შეგაწყენთ, უკან არ დაუხევია, სახე არავის დაუკარგავს.

მადლობელი ვარ სახელმწიფო ბრალდების – ამ ტრიბუნასთან რომელიმე ნარკორეალიზატორი რომ არ დააყენეს და მძიმე ნარატივი არ განავითარეს – ნარკოტიკებთან, ბარიგებთან და ნარკოპოლიციელებთან ჩემი უკომპრომისო ბრძოლა რომელიმე ნარკორეალიზატორის დაკვეთად არ გამოაცხადეს.

ციხე სულ სხვა გამოცდილებაა. ბევრი ღირსეული ოფიცერი და თანამშრომელი შემხვდა ამ სისტემაში. ბევრი სიყვარული, თანადგომა და თანაგრძნობა მივიღე მათგან. ბევრი ემოციური მოგონება დამიგროვდა და როცა საშუალება მექნება, მოვყვები.

პერსონალური მადლობა ნესტან ვერულაშვილს. მე არ ვიცი როგორი იქნება ჩემი განაჩენი, მაგრამ ადამიანურად მადლობელი ვარ თქვენი ბ-ნო მოსამართლევ, პროცესები მშვიდ გარემოში წარმართეთ, არ იყავით შეზღუდული, და არ იყენებდით რეპრესიულ სანქციებს.

ბრალს არ ვაღიარებ, დამნაშავე არ ვარ, არ ვაპირებ თავისუფლება მოვიპოვო ან საპროცესო გარიგებით, ან სხვა პირების წინააღმდეგ ცრუ ჩვენების ხარჯზე.

ჩემი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ცუდი ადამიანების მგელთმოშიშობის ვირწმუნე.

ჩვენ ვიბრძვით წყვდიადში, რათა ვემსახუროთ სინათლეს! და ეს ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე!

სიმართლე სინათლეა – ესაა ჩემი ბოლო სიტყვა!”- თქვა კილაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ლელოს“ წევრი არასდროს ვყოფილვარ – ელისაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოდან გაჟღერებულ ბრალდებებს უპასუხა
  • “ეს არის პოლიტიკური დაკვეთა და მისი ავტორი სუსის ექს დირექტორი, მამუკა მდინარაძეა” – რას აცხადებს ელისო კილაძე
  • დოლარის კურსი – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge