Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქართული ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

November 17, 2026
“ქართული ოცნება” ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

“ქართულ ოცნებაში” პროკურატურის გადაწყვეტილებას იზიარებენ და აცხადებენ, რომ პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნახსენებ წერილთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების შეფასებით, ღარიბაშვილმა გამომძიებელთან საუბარზე უარი თავად თქვა, მისი განცხადებები კი საკუთარი პასუხისმგებლობის გადაფარვის მცდელობაა.

ესე იგი, არ არის საფუძველი გამოძიების დაწყების. მივიდნენ, ელაპარაკნენ, არანაირი პასუხები მას არ უთქვამთ… აბა, ჰოროსკოპით იმსჯელონ გამოძიებაზე? მივიდნენ, ესაუბრნენ უარი განაცხადა მან პასუხზე”- თქვა ლევან მახაშვილმა.

კითხვაზე, მისი შეფასებით იკვეთება თუ არა ღარიბაშვილის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები, დეპუტატი პასუხობს, რომ “ის გამომძიებელი არ არის”. ღარიბაშვილის გაბრალდებები კი მახაშვილის მტკიცებით, “მცდელობა საკუთარი პასუხისმგებლობა გადაფაროს რაღაცა ტიპის ძალიან უცნაური პოლიტიკური განცხადებით”.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, ზვიად შალამბერიძე კი განმარტავს, რომ საპატიმროში უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში, ექსპრემიერსა და მის ადვოკატს გასაჩივრების ლეგიტიმური ბერკეტები აქვთ.

შალამბერიძე პროკურატურის განცხადების დეტალებში შესვლისგან თავს იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში, უწყება ყველა აუცილებელ პროცედურას განახორციელებს.

არის წერილი, რომლის შესაბამისად შინაარსი არ აკმაყოფილებს გამოძიების დაწყების… მე ვეყრდნობი ამ შემთხვევაში პროკურატურის განცხადებას. ნებისმიერ ადამიანს, რა თქმა უნდა, შეუძლია რაღაც ჩათვალოს ან არ ჩათვალოს. თუ მისი უფლებები, ამ შემთხვევაში, საპატიმროში ირღვევა, მას აქვს ლეგიტიმური უფლება, ეს გაასაჩივროს, გააპროტესტოს და შესაბამისად, ადვოკატის მხრიდან მოხდეს ამაზე რეაგირება”,- ამბობს ზვიად შალამბერიძე.

მისი თქმით, ღარიბაშვილის მიერ დასახელებულ მამუკა მდინარაძეს ხელს არაავინ აფარებს.

16 ნოემბერს პროკურატურამ განმარტა, რომ ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებები დანაშაულის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავს და გამოძიების დაწყების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქმე ეხება წერილს, რომელიც ექსპრემიერის მტკიცებით, მას საპატიმროში მდინარაძის სახელით წერილი შეუგზავნეს. წერილი კი ღარიბაშვილის თქმით, რომელიც არჩადენილი დანაშაულის აღიარების მოთხოვნას და მუქარას შეიცავდა.

უწყების ცნობით, გამომძიებელი ექსპრემიერს გარემოებების დასაზუსტებლად შეხვდა, თუმცა მან ინფორმაციის მიწოდებაზე უარი განაცხადა.

თავის მხრივ, ადვოკატი სოსო ბარათაშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობისა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენების მიცემისთვის მზად არის, თუკი გამოძიება ოფიციალურად დაიწყება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ – ზვიად შალამბერიძე
  • “ქართული ოცნება” სამაგალითოდ სჯის ალექსანდრეს, მაგრამ ჩვენმა შვილებმა რა დააშავეს, მამას რომ არ ანახებენ” – ელისაშვილის ცოლი
  • “საქართველო თანაბრად უნდა იყოს წარმოდგენილი იმ ქვეყნების ლიდერებთან ერთად, რომლებიც დაკავშირებადობის პროცესში მონაწილეობენ”- ზვიად შალამბერიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge