Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა

November 17, 2026
მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა

თბილისის მეტროს ვაგონების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 41 მილიონ ლარზე მეტის სავარაუდო მითვისების საქმეში ფიგურირებადი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი შარკოვია.

გავრცელებული დოკუმენტების თანახმად, შარკოვი „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს და ამავდროულად დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი თანამდებობის პირია.

რა იცოდა საბჭომ როდესაც მეტროპოლიტენს დიდ ფულს წლების განმავლობაში ითვისებდნენ? ამ კითხვით “პირველებემა” დღეს მალხაზ სალაყაიას მიმართა, რომელიც საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა. სალაყაია ამბობს, რომ არ აკონტროლებდა, რა ხდებოდა წლების განმავლობაში ვაგონების სარემონტო ქარხანაში.

არ ვარ საქმის კურსში. თავმჯდომარეს დაურეკეთ, მე ნუ მირეკავთ. მე არ ვაკონტროლებდი, – თქვა სატელეფონო საუბარში სალაყაიამ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი კი მიიჩნევს, რომ მსგავსი მასშტაბის კორუფციული სქემების არსებობა გავლენიანი პირების მფარველობის გარეშე ნაკლებად სავარაუდოა. მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა კახა კალაძეს ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულის შესახებ, დედაქალაქის მერი პასუხისმგებელია მუნიციპალური ბიუჯეტის ხარჯვაზე.

როგორც წესი, კონკრეტულ სქემებს ჰყავს კონკრეტული მფარველი. ხანდახან ეს სუსშია, ხანდახან ეს მერიაშია, გააჩნია რომელ სამინისტროშია ეს, თუმცა ეს არის ნებადართული პარტიის მიერ და მეტიც, ხშირად ხდება ასე, რომ მოპარული თანხის ნაწილი შემდეგ ნაწილდება გარკვეულ ადამიანებში და გარკვეულ მფარველებში. ქალაქის მერმა იცოდა თუ არ იცოდა, ეს შეიძლება, მეორეხარისხოვანიც კი იყოს, რადგან ის არის პასუხისმგებელი ქალაქის ბიუჯეტის ხარჯვაზე. 41 მლნ ძალიან დიდი ფულია იმისთვის, რომ ვთქვათ, მან თქვას, რომ “მე არ ვიცოდი ჩემი პასუხისმგებლობა არ არის”. გამოძიება რამდენად მივა კალაძემდე, ეს, რა თქმა უნდა, მთლიანად გადასაწყვეტია ბიძინა ივანიშვილის, რადგან სწორედ ის იყენებს კორუციულ გამოძებებს როგორც კონტროლის მექანიზმს, – ამბობს TI-ის წარმომადგენელი სანდრო ქევხიშვილი.

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს – პროკურატურამ “ტვ პირველების” მიერ გავრცელებული ინფორმაცია 16 ნოემბერს ოფიციალურად დაადასტურა.
საქმე ეხება 2017–2024 წლებში მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციისა და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვისთვის გამოცხადებულ 27 ტენდერს. მათი საერთო ღირებულება 145,4 მილიონი ლარი იყო. გამოძიების ვერსიით, ამ თანხიდან ბრალდებულებმა 41,1 მილიონი ლარი მიითვისეს.
მასშტაბურ კორუფციულ საქმეზე დაკავებული არიან სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორი გელა ძიძიკაშვილი, ამავე კომპანიის ტექნიკური დირექტორი მამუკა ნოზაძე, საწარმოს წილის ერთ-ერთ რეალურ მფლობელად დასახელებული პაატა სვანიძე და კომპანიების, „საჩინოსა“ და „ინტრანსის“ დირექტორი რუსლან დემუროვი.
როგორი იყო სქემა პროკურატურის მიხედვით?
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა დაარეგისტრირეს კომპანია „საჩინო“, რომლის სახელითაც მეტროს ვაგონების ნაწილები საქართველოში ხელოვნურად გაზრდილი ფასითა და ყალბი დოკუმენტებით შემოჰქონდათ. გადაზიდვას კომპანია „ინტრანსი“ უზრუნველყოფდა.
გამოძიება ამბობს, რომ „საჩინოდან“ იმპორტირებულ საქონელს ფიქციური საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ სამმაგ ფასად აწვდიდნენ.
ოთხივე პირს ბრალად ედება ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის მითვისება, ასევე ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება და გამოყენება. პროკურატურის ცნობით, წარდგენილი ბრალდებები 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ერთს კი – 2 მილიონი ლარის გირაო. უწყება არ აკონკრეტებს, რომელ ბრალდებულს შეუფარდეს გირაო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აბუ-დაბის სასამართლო უსმან ნურმაგომედოვის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
  • მეტროს 41 მილიონის სავარაუდო მითვისებაში ბრალდებული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მერიის მაღალჩინოსანი ხელმძღვანელობდა
  • რა თქვა სასამართლოში დედის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge