ქართველი მოჭიდავე საბა ლაზიშვილი RAF-ის ეგიდით მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს გამართავს
ამის შესახებ ორგანიზაციამ სოციალურ ქსელში ოფიციალურად განაცხადა. მისი მეტოქე UFC-ს ყოფილი მებრძოლების, სერხიო პეტისისა და კოდი გარბრანდტის დაპირისპირებაში გამარჯვებული იქნება. მათი შეხვედრა RAF 15-ის ღონისძიებაზე გაიმართება.
ცნობისთვის, საბა ლაზიშვილმა RAF-ში სადებიუტო შეხვედრა 14 ნოემბერს გამართა და UFC-ის ლეგენდა იურაია ფეიბერი დაამარცხა. ლაზიშვილმა ფეიბერთან დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია შეხვედრამდე ერთი დღით ადრე მიიღო
