Tuesday, November 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მადლობა ევროკავშირს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის – „კოალიცია ცვლილებებისთვის“

November 17, 2026
მადლობა ევროკავშირს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის, ვაგრძელებთ მუშაობას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისთვის – „კოალიცია ცვლილებებისთვის“

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამი.

კოალიცია მადლობას უხდის ევროკავშირის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის.

„იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ერთ-ერთ ბრალდებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საქმიანობას უყენებს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ აგრძელებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.

გუშინ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება – სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ.“ აღნიშნულით დასტურდება, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს.

21 ივლისს კოალიციამ სპეციალური მიმართვები გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს. 14 სექტემბერს კოალიციას ევროკომისიის ოფიციალური კორესპონდენციით ეცნობა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სირიის ხელისუფლებასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში შეიტანდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს. აღნიშნული თემა ჩვენი საგარეო კომუნიკაციის მუდმივ და უცვლელ საკითხად რჩება.

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითიც კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი.

მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის“, – ნათქვამია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვრცელდება ავარიის კადრები რუსთავიდან – რა დეტალები ხდება ცნობილი?
  • “ცოლის მოშორება უნდა… როცა გაიგებს, რომ მოკლეს, ფულს ეგრევე მოგვცემს” – ვრცელდება შემზარავი დანაშაულის ფარული ჩანაწერები
  • „უახლოეს მომავალში საქართველოში სპორტულ დარბაზს გავხსნი“ – ილია თოფურია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge