12 წლის წინ გაუჩინარებული მოზარდის, გურამ დადიანიძის დედა, სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„გეძებ, შვილო, 12 წელია… მიწასთან არავის ვანადგურებდი, არავის სიკვდილს არ ვნატრობდი, არავის ვწყევლიდი და თითს არავისზე ვიშვერდი, მაგრამ ახლა ვხედავ, როგორ გამანადგურეს და არც შენ დაგინდეს, გური! ვაი, რომ არსებობს ასეთი უღმერთო ადამიანი, უსისხლო და უჯიშო, შვილო. მე დაგპირდი და ვიბრძოლებ ბოლომდე, გური, შვილო!“, – წერს დაკარგული მოზარდის დედა.
