„ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას „ახალი“ ემიჯნება, ვნახეთ, ასევე, რომ თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა, ბოლო ჯამში, შეიძლება,ა იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო. ასეა როდესაც ფაქტები შენ წინააღმდეგ მოქმედებს შემდეგ იწყებ ამ ფაქტების საერთოდ უარყოფას, თითქოს ესენი ბუნებაში არ ყოფილა , – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში მედიასთან “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა ძალიან კარგად იციან, რა აქვთ გაკეთებული წარსულში და რას აკეთებენ ახლა.
„ალბათ, რა არ უნახავს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ალბათ, არასდროს არ უნახავს ის, რასაც ამ დღეების განმავლობაში ხედავს. „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილს ემიჯნება, ელენე ხოშტარიას, გვარამიასა და მელიას“ ახალი“ ემიჯნება, ვნახეთ, ასევე, რომ თურმე „ლელოსთან“ ალეკო ელისაშვილი არაფერ შუაში ყოფილა, ბოლო ჯამში, შეიძლება, იქამდე მივიდეს საქმე, რომ გახარიას პარტიამ თქვას, გახარია ჩვენი თავმჯდომარე არ არისო. ასეა, როდესაც ფაქტები შენ წინააღმდეგ მოქმედებს. შემდეგ იწყებ ფაქტების საერთოდ უარყოფას, თითქოს ბუნებაში არ ყოფილა. ძალიან კარგადაც იციან წარსულში რა აქვთ გაკეთებული და რას აკეთებენ ახლა. ისინი მხარს უჭერენ ძალადობასაც. ერთი არის სხდომათა დარბაზში გაკეთებული განცხადებები და მეორეა გარეთ გაკეთებული, ზუსტად იგივე მიემართება ნებისმიერ პარტიას, რომელიც სარჩელშია მოყვანილი, ტყუილი, ტყუილი და ტყუილი. მარტივად შეიძლება მათი ნათქვამები შევაფასოთ, აი ბოლოს მაგალითად, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ უბნებზეო 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთო. ვნახოთ ცესკოს 2024-ის ანგარიში, სადაც წერია, რომ პარტია „ახალმა”161 საჩივარი დაწერა, აქედან მხოლოდ მესამე დღის შემდეგ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ მელანმა გაჟონა და ფურცელი შეიცვალა. რეალურად რამდენი იყო საჩივარი? – ხუთი. მხოლოდ და მხოლოდ ერთი – ტორტს, რომ ჰპირდებოდა საკუთარი მეუღლე, იმან გადაწყვიტა, რომ არჩევნები არალეგიტიმურად ჩატარებულა. საბოლოოდ, რა თქვა ნიკა გვარამიამ? მას სწამს, რომ არჩევნები გაყალბდა. საქართველოს კონსტიტუცია იმაზე კი არ არის დამყარებული, თუ რა სწამს ნიკა გვარამიას, ან სხვა რიგით „ნაცს“, არამედ რა გადაწყვეტილებას ირებს ქართველი ხალხი. ხელისუფლების წყარო არის ქართველი ხალხი და საზოგადოება. მხოლოდ და მხოლოდ მათი გადაწყვეტილებებით უნდა იყოს ხელისუფლება არჩეული. რაც შეეხება სანქციებს მათი მიზანია, რომ ხელისუფლებამ, რომელიც ჩვენი გუნდის სახით, ახლა მართავს ქვეყანას თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს და როდესაც იცვლება ხელისუფლების გადაწყვეტილება, იცვლება სახელმწიფოს გადაწყვეტილებაც, ამიტომაც არის ამ პარტიების მიზანი, რომ როგორმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეაცვლევინონ თავისი გადაწყვეტილება, მათ შორის, მოსამართლეების დასანქცირების მიზანიც ის არის, რომ შეცვალონ თავისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა გორდულაძემ.
