“ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ლაშა ნაცვლიშვილი რომელმაც წმინდა სინოდის წევრს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა, 2500 ლარით დააჯარიმეს.
პროპაგანდისტი პროცესზე არ გამოცხადდა, სასამართლოში არ მივიდა არც მისი ადვოკატი.
ლაშა ნაცვლიშვილს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. როგორც ადგილიდან “პირველების” კორესპოდენტი გვატყობინებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტი ჯარიმას ითხოვდა.
ლაშა ნაცვლიშვილმა მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობს აგინა – პროპაგანდისტმა პოსტი სოციალურ ქსელში მას გამოაქვეყნა, რაც 10 ნოემბერს ქადაგებისას მეუფე იობმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა.
“განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება, ნუ, დავრწმუნდით იმაშიც, რომ მან თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა”
ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. პოლიტიკურ წრეებში მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი.
