Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა – სამადაშვილი ევროკომისარს მიმართავს

November 16, 2026
გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა – სამადაშვილი ევროკომისარს მიმართავს

“ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი სალომე სამადაშვილი დაკავშირებადობის მინისტერიალის ღონისძიებიდან ამბობს, რომ მისი გზავნილი ევროკომისარ მარტა კოსთან ქართველი ხალხის მხარდაჭერაა.

პოლიტიკოსი ასევე მოუწდობს ევროკავშირს გააგრძელოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომელიც მისივე თქმით, საზოგადოების ნების წინააღმდეგ მადის და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს.

“ჩემი გზავნილი, როგორც ევროკომისარ მარტა კოსთან, ასევე ყველა სხვა შეხვედრაზე შემდეგია: – გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირს ირჩევს და მათ დღეს ევროპის მხარში დგომა სჭირდება! მეორე გზავნილია – გააგრძელეთ და გაზარდეთ ხელისუფლებაზე ზეწოლა, რომელიც ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ მადის და ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს!

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწვეული და წარმოდგენილი არ არის, ვხედავთ, რამდენი ქართველია როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი არჩევანი არის ევროპა, იმის მიუხედავად, რომ დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას კონსტიტუციის დარღვევით საპირისპირო მიმართულებით მიაქანებს.

როგორც ურსულა ფონ დენ ლაიენის, ასევე ალექსანდ სტუბის გამოსვლების დროს, ძალიან ნათლად ითქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი. ამიტომ უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში პროცესი დაჩქარებული ტემპით უნდა წავიდეს.

საქართველო დღეს აქ იქნებოდა წარმოდგენილი, მათ შორის იქნებოდა ევროკავშირის გაფართოების მოწინავე სახელმწიფო, რომ არ გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც რუსულ დაკვეთას ასრულებს და ამ უნიკალურ შესაძლებლობას ხელოვნურად გვართმევს. დღეს მოქალაქეებმა ხელისუფლებისგან ამ პოლიტიკის სწრაფი და რადიკალური ცვლილება უნდა მოითხოვონ.

ეს არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და მისი დემოკრატიული მომავლის საბოტაჟი. ამიტომ ადეკვატურია იმ პროცესის შეფასება, რაც დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის – აბსოლუტურად იზიარებენ ჩვენს ხედვას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ყველა ძირითადი პროევროპული პოლიტიკური პარტიის აკრძალვა სწორედ საკონსტიტუციო გადატრიალების მცდელობა იქნება, რადგან კონსტიტუცია ადგენს როგორც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს, ასევე ჩვენს მომავალს ევროკავშირში“ – განაცხადა სამადაშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან, მაგრამ…” – რას წერს ნუცა ბარაბაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ?
  • გააგრძელეთ ქართველი ხალხის მხარდაჭერა – სამადაშვილი ევროკომისარს მიმართავს
  • „ქართული ოცნება“ ნეიტრალიტეტის გამოსაცხადებლად ნიადაგს ამზადებს – გრიგოლ გეგელია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge