,,თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” – პატიმრების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული კამპანიის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდნენ. ისინი მომდევნო დღეებში ევროპარლამენტსა და ევროკავშირის სხვა სტრუქტურებში შეხვედრებს გამართავენ.
