Monday, November 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ძმები წულუკიძეების საქმე – მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია

November 16, 2026
ძმები წულუკიძეების საქმე – მოსამართლემ ბრალდების მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია

კრიმინალური სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული ძმები წულუკიძეების საქმის სასამართლო განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღეს სასამართლოში დასკვნითი სიტყვით ბრალდების მხარე გამოვიდა. სხდომა, ისევე როგორც წინა პროცესები, მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმეზე ბრალდებულ ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები, რომელიც ამ ბრალს დაადასტურებდა, თუმცა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა პროკურორს უთხრა, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ძმების ქურდულ სამყაროსთან კავშირს ვერ ადასტურებდა.

ბრალდების მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა წარმოადგინა. დასკვნითი სიტყვა არ იყო დასაბუთებული, არ იყო იმ ფორმატიდან გამომდინარე, რომელიც, დაადასტურებს, მაგალითად, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაიდინეს დანაშაული. ჩვენი დასკვნითი სიტყვა იქნება 25 ნოემბერს. ჩვენ მზად ვართ იმ ეპიზოდებზე პასუხის გაცემისთვის. გვსურდა, ბრალდების მხარეს დაესაბუთებინა აღნიშნული, რაშიც ვეთანხმებით ჩვენ ყველა და მოხარული ვართ, რაც მოვიმისმინეთ, იმიტომ, რომ კატეგორიული მოთხოვნა იყო სასამართლოში ბრალდების მხარესთვის, რომ დასაბუთება წარმოედგინა ქურდულ გარჩევასთან დაკავშირებით, ქურდული სამყაროს წევრობასთან დაკავშირებით მამტკიცებელი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც არ იქნა გაჟღერებული ბრალდების მხარის მიერ, თუმცა უნდა ვთქვა, რომ რეპლიკაში გამოვაცხადებთ აღნიშნულს. არც ჩვენ ვართ მშვიდად და წყნარად, ჩვენც წარვადგენთ ჩვენს პოზიციებს, – თქვა პროცესის შემდეგ ადვოკატმა.

ბათუმელი ძმები წულუკიძეები და მათი ოჯახის წევრები დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებენ. ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

ერთადერთი მტკიცებულება, რაც პროკურატურაას აქვს, არის კრებსები, სადაც მხოლოდ ის აისახება, რომ ადამიანები ურეკავენ და რჩევას სთხოვენ, დახმარებას სთხოვენ. არანაირი მტკიცებულება იმის, რომ დავუშვათ, ქურდთან არის საუბარი, არანაირი ქურდული გარჩევა არ არის. არ ვიცი, ვნახოთ, მაინც გვაქვს რაღაც იმედი, რომ სამართლიანი განაჩენი იქნება, თუ არადა გავასაჩივრებთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ამ საქმის მასალებსაც გავასაჯაროებთ და ქართველმა ხალხმა ნახოს, რის გამო შეიძლება, მიუსაჯონ. თუ საქმის მასალებიდან გამომდინარე იმსჯელებს მოსამართლე, წესით, უნდა გამართლდნენ. არიან მორწმუნე მუსლიმები. იყო მორწმუნე მუსლიმი და იყო ქურდული სამყაროს წევრი ეს ორი ერთმანეთთან გამორიცხულია. ჯერ მხოლოდ ის, რომ ჩვენება მისცეს, მარტო ეგ გამორიცხავს იმას, რომ ქურდული სამყაროს წევრები შეიძლება იყვნენ. რადგან არიან ოპოზიციურად განწყობილები, არ უნდათ, რომ ეს ადამიანები იყვნენ გარეთ. არ რისკავენ, ფიქრობენ, რომ ამ ხელისუფლებისთვის საშიში პიროვნებები არიან. ავტორიტეტი ნამდვილად აქვთ, მაგრამ არა ქურდული, – ამბობს ოჯახის წევრი.

საქმეზე ბრალდებულ ფირუზ და რეზო წულუკიძეებს პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება. ორივე მათგანი ბრალს უარყოფს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა განახლდა
  • “ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს, გეოგრაფია და გეოპოლიტიკა უარყოს – მათ გეოგრაფიის და გეოპოლიტიკის ცოდნაში ორიანი ეკუთვნით”- დავით მათიკაშვილი
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge