საქართველოს ეროვნული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრა, სადაც ერთა ლიგის ჯგუფში უკრაინას დაუპირისპირდება.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრა 17 ნოემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გაიმართება, სადაც ეროვნული გუნდი დღეს ჩავიდა.
„ჯვაროსნები“ შეხვედრის მასპინძელ „კოშიცე არენაზე“ ივარჯიშებენ, მანამდე კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
კარგი ისაა, რომ გიორგი ქოჩორაშვილი, რომელმაც უნგრეთთან თბილისური შეხვედრა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდება და უკრაინასთან გუნდის დახმარებას შეძლებს.
მატჩი 17 ნოემბერს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქარტველოს რადიო შემოგთავაზებთ.
