ეკლესიამ უარი უნდა თქვას კაზინოების მფლობელებისგან შემოწირულობების მიღებაზე, რადგან აზარტული თამაშებით მიღებული ფულით ეკლესიის დაფინანსება მიუღებელია – ამის შესახებ დეკანოზმა ტარიელ ჟღენტმა ქადაგებისას განაცხადა. სასულიერო პირის შეფასებით, ეკლესია ერთი მხრივ აზარტულ თამაშებს აკრიტიკებს, მეორე მხრივ კი კაზინოს მფლობელებისგან სოლიდურ შემოწირულობებს იღებს, რაც შემწირველების მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახება.
დეკანოზის თქმით, ეკლესიამ არა მხოლოდ ამბიონიდან უნდა ამხილოს მიუღებელი პრაქტიკა, არამედ თავადაც უარი თქვას საეჭვო გზით მიღებული თანხების მიღებაზე.
რა თქმა უნდა, კაზინოები, არ არის სწორი, ეს არ არის კარგი, მაგრამ ვისაც თამაში უნდა, ის მაინც ითამაშებს შენ რაც არ უნდა აუკრძალო. უბრალოდ, კანონმდებლობით უნდა იყოს მოწესრიგებული ეს და წახალისებული არ უნდა იყოს. ეს თქვა საპატრიარქომ, რომ არ უნდა წავახალისოთ. და კიდევ მეტს გეტყვით, ჩვენ მინიმუმ რა შეგვიძლია, იცით, გავაკეთოთ ეკლსიამ? რომ მოვა კაცი და კაზინოს მფლობელი რომ არის, და რომ მოგცემს შესაწირს, უნდა უთხრა, რომ შენ გლახად გაქვს ეგ ფული ნაშვნი და არ ავიღებ. ჩვენ იმას ვღებულობთ, თან ეუბნები, რომ ციდად გაქვს ნაშვნი. მიუტანს იმას ფულს, თან პატარა ფულს კი არ მიუტანს, დიდ ფულს მიუტანს, რომ ესეც ვეღარ ამბობს უარს მერე და ამის გამო არის “აწყობილი საქმე”, ასე ვთქვათ. ჩვენ უარი უნდა ვთქვათ არასწორი საქმის შესაწირზე, ეს იქნებოდა უფრო კარგი. თუმცა, ეკლესია ვალდებულია, ამბიონიდან, რაააც ხედავს, რომ არასწორია, ყველაფერზე რეაგირება ჰქონდეს და ყველაფერი თქვას, – თქვა სასულიერო პირმა ქადაგებისას.
შეგახსენებთ, რომ აზარტულ ტამაშებთან დაკავშირებით საკვირაო ქადაგებისას მეუფე გიორგი ჯამდელიანმაც ისაუბრა. სასულიერო პირმა თქვა, რომ ამ კუთხით მნიშნელოვანია, ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. სასულიერო პირმა ასევე პარლამენტარებს შეახსენა, რომ ისინი ქვეყნის ბატონ-პატრონები არ არიან.
